მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი რუსეთს აფრთხილებს

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, მან რუსი დიქტატორი ვლადიმერ პუტინი უფრო სერიოზული შედეგების შესახებ გააფრთხილა, თუ რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებდა. ამის შესახებ ბაიდენმა CBS-თან ინტერვიუში განაცხადა.

ამერიკელი ლიდერის თქმით, მან პირადად გააფრთხილა პუტინი არ გამოიყენოს ქიმიური ან ტაქტიკური ბირთვული იარაღი უკრაინის ომში
CBS News-თან ინტერვიუში ბაიდენმა თქვა, რომ მსგავსი ქმედება “სრულიად შეცვლის ომის სახეს”. ბაიდენს არ უთქვამს რა იქნება აშშ-ის პასუხი რუსეთის მხრიდან ამ იარაღის გამოყენების შემთხვევაში.

“ნუ გააკეთებთ ამას. ნუ გააკეთებთ ამას. ეს შეცვლის ომის სახეს და აქცევს ისეთ რამედ, რაც არ ყოფილა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ამას ექნება შედეგები. ისინი იქნებიან ყველაზე მეტად გარიყულები მსოფლიოში, ვიდრე ოდესმე და იმ მასშტაბების გათვალისწინებით რასაც ისინი აკეთებენ, პასუხი განისაზღვრება“, – აღნიშნა აშშ-ს პრეზიდენტმა.

ამავდროულად, ამერიკელმა ლიდერმა არ დააკონკრეტა რა სახის პასუხს გასცემენ რუსეთს, თუმცა აღნიშნა, რომ რუსეთისთვის “შედეგი” ნამდვილად იქნება.
პუტინმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ, თებერვალში, ქვეყნის ბირთვული ძალები “განსაკუთრებულ” მზადყოფნაში გადაიყვანა.

მსგავსი პოსტები

Back to top button