მნიშვნელოვანიმსოფლიო
ერდოღანის განცხადებით, რუსეთი და უკრაინა 200 ტყვის გაცვლაზე შეთანხმდნენ

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, რუსეთი და უკრაინა 200 ტყვის გაცვლაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ მან ამერიკულ ტელეარხ PBS-თან ინტერვიუში განაცხადა.
ერდოღანის განცხადებით, ვლადიმირ პუტინთან საუბრის შედეგად მას შეექმნა შთაბეჭდილება, რომ რუსეთის პრეზიდენტს სურს, უკრაინაში მიმდინარე ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს.
„უზბეკეთში ვესაუბრე ვლადიმირ პუტინს და გვქონდა დისკუსია ძალიან ბევრ საკითხზე. მას სურს, ეს ყველაფერი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ასეთი შთაბეჭდილება შემექმნა, იმიტომ რომ მოვლენები ახლა საკმაოდ პრობლემატურად ვითარდება. მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას 200 ტყვის გაცვლის შესახებ. ვფიქრობ, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი“, – განაცხადა ერდოღანმა.