მნიშვნელოვანისიახლეები

ქუთაისში, „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი დააკავეს

ქუთაისში, “საქართველოს ბანკის” ფილიალიდან გათავისუფლებული მძევლები იმერეთის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფებიან.

ადგილზე გათავისუფლებული მძევლების ახლობლები არიან შეკრებილები. ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.

ქუთაისში, „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი დააკავეს ის 1985 წელს დაბადებული გრიგოლ ნარსიაა. აღნიშნული პირი წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. შს სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის ქეთი კოვზიაშვილის განცხადებით, სპეცოპერაცია დასრულდა და ყველა მძევალი გათავისუფლებულია.

ცნობისთვის, საქართველოს ბანკის ფილიალში ახალგაზრდა მამაკაცი ნიღბით დაახლოებით 12:00 საათზე შეიჭრა, რომელსაც სამხედრო ფორმა ეცვა, შეიარაღებული იყო ცეცხლსასროლი იარაღით და იმუქრებოდა ასაფეთქებელი მოწყობილობების ამოქმედებით დაკავებულია თუმცა დაუდგენელია არის თუ არა ის სამხედრო პირი.
ამის შესახებ შს სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ქეთი კოვზიაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა და მძევლები გათავისუფლებული არიან. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დამნაშავე რამდენიმე წლით პოლონეთში იყო წასული სადაც აზარტული თამაშების შედეგად დიდი ვალი დაუგროვდა. შეგახსენებთ, რომ შეიარაღებული პირი ბანკში დაახლოებით დილით შეიჭრა. თავდამსხმელს 12 მძევალი ჰყავდა და რუსულ დროშას, ანკესს, ვერტმფრენს და თავდაპირველად 2 მილიონ დოლარს, ხოლო დღის ბოლოს 1.5 მილიონ დოლარს მოითხოვდა.
სპეცოპერაცია ადგილზე დაახლოებით 9 საათი მიმდინარეობდა

მსგავსი პოსტები

Back to top button