რეგიონი

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი დაიწყო

2022-23 სასწავლო წლის დაწყების ცერემონიალს პირველკურსელი სტუდენტები და უნივერსიტეტის პროფესორ- მასწავლებლები ესწრებოდნენ.

სტუდენტობა და ახალი სასწავლო წელი, სტუდენტებს, უნივერსიტეტის რექტორმა, ირმა შიოშვილმა მიულოცა.

„ათეული წლებია, კარგად ვაცნობიერებთ ჩვენს დიდ პასუხისმგებლობას და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ თქვენ ხარისხიანი განათლება და კვალიფიციური სპეციალობა მიიღოთ. ეს არის ერთადერთი უმაღლესი სასწავლებელი რეგიონში და მუდმივად ვცდილობთ თანამედროვე გამოწვევებს ვუპასუხოთ”- განაცხადა შიოშვილმა.

სასწავლო წლის დაწყების ცერემონიალს, კახეთის მხარეში სახელმწიფო რუნებული, გიორგი ალადაშვილიც დაესწრო. წელს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში 300- მდე პირველკურსელია.

უნივერსიტეტი კახეთის რეგიონში 1940 წელს დაარსდა და 82 წელია, რაც საგანამანებლო პროცესს ახორციელებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button