მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის შეიარაღებულმა ძალები მტრის თავდასხმებს იგერიებენ და სოფლებს ათავისუფლებენ

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკის რეგიონში 7 დასახლება გაათავისუფლეს. ამის შესახებ უკრაინული მედია ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი გაიდაის მიერ „ტელეგრამ“ არხზე გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

ჰაიდაის თქმით, ეს არის სვატოვსკის რაიონის კრასნორეჩენსკაიას დასახლების თემის სოფლები: ნოვოლუბოვკა, ნევსკოე, გრეკოვკა, ასევე სვატოვსკის რაიონის კოლომიჩის დასახლების თემის სოფლები: ნოვოეგოროვკა, ნადეჟდა, ადნრეევკა, სტელმახოვკა.

მისი თქმით, შვიდივე დასახლებას სრულად აკონტროლებს უკრაინა.

“ახლა შვიდივე დასახლება სრულად კონტროლდება უკრაინის მიერ,” – თქვა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

6 ოქტომბერს, უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტებისგან სოფელი გრეკოვკა გაათავისუფლეს. ჰაიდაის თქმით, ახლა ოკუპანტები ემზადებიან ხანგრძლივი თავდაცვისთვის, მათ შორის ამონტაჟებენ ნაღმებს სხვადასხვა ტერიტორიებზე.

ჰაიდაი აღნიშნავს, რომ ამის ფონზე რუსები მობილიზაციას აცხადებენ ლუჰანსკის სხვადასხვა რაიონებში. გაწვევის ფურცლებს ურიგებენ ყველას – სტუდენტებს, ავადმყოფებს, მოხუცებს.

5 ოქტომბერს ჰაიდაიმ თქვა, რომ ლუჰანსკის ოლქის დეოკუპაცია დაიწყო.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელმა დამცველებმა მტრის თავდასხმები 8 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს.

“გასული დღის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა მტრის თავდასხმები მოიგერიეს ტერნში, სოლედარში, ბახმუტში, ივანჰრადში, პერვომაისკიში, ოპიტნეში, ნეველსკესა და პობიედას დასახლებულ პუნქტებში.

მტერი არ წყვეტს თავდასხმას სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და მშვიდობიანი მოსახლეობის სახლებზე. ოკუპანტების საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე მთელ უკრაინაში რჩება,” – განაცხადა გენერალურმა შტაბმა.

გენშტაბის თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე 3 სარაკეტო და 26 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. ამასთან, უკრაინის გენშტაბი აღნიშნავს, რომ რუსული ძალების მხრიდან 30-ზე მეტი დასახლება დაზარალდა.

უკრაინამ ხერსონის მიმართულებით კონტრშეტევის დაწყებიდან 1170 კვ.კმ-ზე მეტი გაათავისუფლა. ამის შესახებ დასავლური მედია უკრაინელი სამხედრო სპიკერის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

სამხრეთის სამხედრო სარდლობის სპიკერმა ნატალია ჰუმენიუკმა განაცხადა, რომ უკრაინა ხერსონის ფრონტზე პროგრესირებს, მაგრამ ბევრი რამ არის გასაკეთებელი ახლად აღებული ტერიტორიების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

მან უკრაინის ტელევიზიის ეთერში განაცხადა, რომ გრძელდება სამუშაოები სტაბილიზაციის სამუშაოებზე, რადგან დასახლებებში, სადაც „ჩვენ შევდივართ, ბევრი მოულოდნელობაა დარჩენილი ოკუპანტების მიერ“.
გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 62 500 ჯარისკაცი დაკარგა. გენშტაბის განცხადებით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

მსგავსი პოსტები

Back to top button