მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 423 ბავშვია დაღუპული

რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 423 ბავშვია დაღუპული, 1 233-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა:

➡დონეცკის რეგიონში – 407

➡ხარკოვის ოლქში – 256

➡კიევის ოლქში – 116

➡ჩერნიგოვის ოლქში – 68

➡ლუგანსკის ოლქში – 64

➡ნიკოლაევის ოლქში – 77

➡ხერსონის ოლქში – 55

➡ზაპოროჟიეს ოლქში -68

➡ლასტროვის ოლქში – 64.

მათივე განმარტებით, ეს მაჩვენებლები საბოლოო არ არის, რადგან ინციდენტების დადასტურება აქტიური საომარი მოქმედებების რაიონებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რთულია.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, 11 წლის ბიჭი, რომელიც მიკოლაივში, რუსების მიერ დაბომბილი 5-სართულიანი კორპუსის ნანგრევებიდან გუშინ მაშველებმა გამოიყვანეს, გარდაიცვალა.
რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 2 614 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 313 სრულად განადგურდა.

აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

……………….

უკრაინაში, ომის დაწყებიდან დღემდე, 423 ბავშვი დაიღუპა, 810 კი დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button