მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინულ ქალაქებზე მიიტანეს იერიში

რუსმა ოკუპანტებმა ხარკივზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც კრიტიკული ინფრასტრუქტურა დაზიანდა და ელექტროენერგია გაითიშა. ინფორმაციას ხარკივის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.

სინეგუბოვი მოსახლეობას მოუწოდებს თავშესაფრებში დარჩნენ და უსაფრთხო ადგილები არ დატოვონ. ხარკივში საჰაერო განგაშია გამოცხადებული.

“მტერი რაკეტებს ესვრის ქალაქის ცენტრს. რაკეტა ესროლეს ხოლოდნოჰორსკის რაიონს. დაშავებული არავინაა. შესაბამისი სამსახურები მუშაობენ, რომ ელექტროენერგიის აღდგენა მოხდეს. ყველას ვთხოვთ შეინარჩუნონ სიმშვიდე. ჯერ კიდევ ვადგენთ მორიგი რუსული ტერორის შედეგებს”, – ამბობს სინეგუბოვი.

13 ოქტომბერს რუსი ოკუპანტების მიერ მიკოლაივის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა, – ინფორმაციას რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიტალი კიმი, საკუთარ telegram არხზე ავრცელებს.

“უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, ნიკოლაივის რეგიონში 13 ოქტომბერს ღამის დაბომბვის შემდეგ, ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსში გადაუდებელი და სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ნანგრევებში სულ 5 ადამიანი იპოვეს. 11 წლის ბიჭი საავადმყოფოში გარდაიცვალა” – წერს კიმი

გარდა ამისა, მაშველებმა უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლის ცხედარი სამარშრუტო სადგურის ნანგრევებში იპოვეს.

კიმის ინფორმაციით, დაბომბვები ისევ გრძელდება.

დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები დნეპროპეტროვსკის ოლქს მთელი ღამის განმავლობაში სხვადასხვა იარაღით ესხმოდნენ თავს.

“ჩვენმა დამცველებმა აღმოსავლეთის საჰაერო სარდლობიდან შუაღამის შემდეგ დნიპროსა და ნიკოპოლის ტერიტორიებზე ოთხი “კამიკაძე” დრონი გაანადგურეს“, – წერს რეზნიჩენკო.

მისივე ინფორმაციით, რუსების მიერ სინელნიკოვოს რაიონის დაბომბვის შედეგად 51 წლის კაცი დაშავდა. გარდა ამისა, დაზიანდა სამრეწველო საწარმო და საცხოვრებელი სახლები.

​მისივე ინფორმაციით, რუსებმა ნიკოპოლის რაიონი “გრადებით”, მძიმე არტილერიითა და დრონებით დაბომბეს. თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.გარდა ამისა, რუსმა ოკუპანტებმა დილით იერიში მიიტანეს ზაპოროჟიეზე “მტერი თავს დაესხა ზაპოროჟიეს ქალაქის ერთ-ერთ რაიონში ინფრასტრუქტურა განადგურდა.” – განაცხადა ზაპორიჟჟიას მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ანატოლი კურტევმა Telegram-ზე.

კურტევის თქმით, თავდასხმის ადგილზე სამაშველო ჯგუფები არიან მობილიზებულნი. უცნობია მოჰყვა თუ არა დაბომბვას მსხვერპლი. . მერის მოვალეობის შემსრულებლის, ანატოლი კურტევმას ინფორმაციით, თავდასხმის ადგილზე სამაშველო ჯგუფები ამ დრომდე მუშაობენ.

მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით უცნობია .

მსგავსი პოსტები

Back to top button