მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

28 ადამიანი დაიღუპა თურქეთში, მაღაროში აფეთქების შედეგად

თურქეთის ჩრდილოეთით, ბარტინის პროვინციაში ქვანახშირის მაღაროში მომხდარი აფეთქების გამო მინიმუმ 28 ადამიანი დაიღუპა. ნანგრევების ქვეშ რჩება ათობით მაღაროელი და მათ გადასარჩენად 150-მდე მაშველი სამძებრო-სამაშველო ოპერაციას ამ წუთებშიც ახორციელებს

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის ფაჰრეთინ კოჩას თქმით,58 გადარჩენილიდან 11 ადამიანი სამკურნალოდ არის გადაყვანილი.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მაღაროში აფეთქება დაახლოებით 300 მეტრის სიღრმეზე მოხდა. სახიფათო ზონაში, 300-350 მეტრის სიღრმეზე 49 ადამიანი მუშაობდა. აფეთქების მიზეზი უცნობია, საქმეს ადგილობრივი პროკურატურა იძიებს.

აფეთქება ბარტინის პროვინციაში, ქვანახშირის მაღაროში პარასკევს მოხდა. ამ დროს მაღაროში 110 ადამიანი იმყოფებოდა. სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში 150 ადამიანია ჩართული.

მსგავსი პოსტები

Back to top button