მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ღამით დაიბომბა ნიკოპოლი, 8-ჯერ დაიბომბა სუმის ოლქიც

ღამით დაიბომბა ნიკოპოლი – დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები, რამდენიმე გაზსადენი და ელექტროგადამცემი ხაზი, დაშავდა 1 მშვიდობიანი მოქალაქე. 8-ჯერ დაიბომბა სუმის ოლქიც.

საჰაერო დარტყმები განხორციელდა დონეცკის ე.წ. ადმინისტრაციის შენობაზე. რუსული მედია მომხდარში უკრაინულ მხარეს ადანაშაულებს. ოფიციალურ კიევს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპიკერის განცხადებით, ოკუპირებულ ლუჰანსკში ჯგუფის გასაძლიერებლად ჩამოსული ჩეჩნეთის რესპუბლიკის სამხედრო პერსონალმა კერძო სახლებიდან მშვიდობიანი მოქალაქეების გამოსახლება დაიწყო.

“მტერი ცდილობს დროებით ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნებას. შეტევითი მოქმედებების განხორციელებას ცდილობს ბახმუტისა და ავდივას მიმართულებით. ბომბავს ჩვენს სამხედროებს საკონტაქტო ხაზთან. ის არღვევს საერთაშორისო სამართლის წესებს, რაც მათთვის ნორმად იქცა. უმიზნებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და მშვიდობიან მოსალხოებას. ნოვოპავლოვსკის და ზაპორიჟიეს მიმართულებით მტერმა დაბომბა 15-ზე მეტი დასახლება.

ლუჰანსკის ოლქის სოფელ რუბიჟნეში, ჩეჩნეთის რესპუბლიკის სამხედრო პერსონალმა, რომლებიც ჩამოვიდნენ ჯგუფის გასაძლიერებლად, დაიწყეს მშვიდობიანი მოქალაქეების გამოსახლება კერძო სახლებიდან მათი ოფიცრების განსათავსებლად. უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში 32 დარტყმა განახორციელა მტრის მიმართულებით. ოკუპანტებს აქვთ დანაკარგები როგორც ადამიანური ასევე ტექნიკური თვალსაზრისით,” – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპიკერი ოლექსანდრ სტუპუნი.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, აღმოსავლეთ უკრაინაში, წინა დღეების მსგავსად, ყველაზე რთული ვითარება ქალაქ ბახმუტთანაა და მისი ქვეყანა კვლავ იკავებს საკუთარ პოზიციებს.

უკრაინის პირველი პირის თქმითვე, “ძალიან მძიმე ვითარება ნარჩუნდება დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში”.

მედიის ცნობით, რუსეთის ძალები ქალაქის აღების იმედით, კვირების განმავლობაში თავს ესხმიან ბახმუტს, რომელიც ადრე 70 000 კაცით იყო დასახლებული.
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის ჯამური დანაკარგი 65 ათასს უახლოვდება. პრეზიდენტის განცხადებით, ვინც არ უნდა გამოაგზავნოს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად, ეს მხოლოდ მათი დამარცხდება.

“მტრის ჯამური დანაკარგი მხოლოდ დაღუპულებით 65 000-ს უახლოვდება. რუსეთის ამდენმა მოქალაქემ გაიღო სიცოცხლე, რათა კრემლში ხალხის ჯგუფს რეალობის იგნორირების საშუალება ჰქონდეს. იმის მიხედვით, თუ როგორ მიმდინარეობს რუსული “დაკრძალვის ოპერაცია”, შეიძლება ითქვას, რომ თუნდაც ასი ათასი დაღუპული რუსეთის მოქალაქე არ აიძულებს კრემლს რამეზე დაფიქრდეს. მშვიდობისკენ გზა მხოლოდ უკრაინული მიწიდან ოკუპანტების სრული განდევნა და ტერორისტი სახელმწიფოს აგრესიული შესაძლებლობების დემონტაჟია.

აქტიური ოპერაციები ფრონტის სხვადასხვა ხაზზე გრძელდება. დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქებში ძალიან რთული ვითარებაა. ყველაზე მძიმე, როგორც წინა დღეებში, ბახმუტის მიმართულებაა. ჩვენ ვინარჩუნებთ ჩვენს პოზიციებს. მთლიანობაში, აღმოსავლეთსა და სამხრეთში ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ოკუპანტებმა იგრძნონ, რომ პერსპექტივა არ აქვთ. ვინც არ უნდა გამოგზავნონ მათ ჩვენს წინააღმდეგ საბრძოლველად, ეს მხოლოდ მათი დამარცხებით დასრულდება.

რუსეთის მოქალაქეებს, ვისაც ამ დანაშაულებრივ ომში მონაწილეობა არ სურს, მაგრამ ომში გზავნიან, კიდევ ერთხელ შევახსენებ ერთი შესაძლებლობის შესახებ. ყველა, ვინც უკრაინულ ტყვეობაში ჩაბარდება, სიცოცხლეს შეინარჩუნებს. არავის, ვინც რუსულ არმიაში ან დაქირავებულ ჯარისკაცებში აგრძელებს ბრძოლას, ასეთი შესაძლებლობა არ გააჩნია. უკრაინა აუცილებლად დაიბრუნებს ყველაფერს, რაც მას ეკუთვნის,” – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მსგავსი პოსტები

Back to top button