მნიშვნელოვანირეგიონი
კახეთში ბავშვთა თავშესაფრიდან, არასრულწლოვანი დაიკარგა

კახეთში ერთ-ერთი საოჯახო ტიპის ბავშვთა თავშესაფრიდან, არასრულწლოვანი დაიკარგა.
11 წლის ბენეფიციარს უკვე მეორე დღეა, ეძებენ.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, არასრულწლოვანი ბიჭი, კახეთში სხვა რეგიონის ბავშვთა სახლიდან გადმოიყვანეს.
მანამდე, ის, კახეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, მინდობით აღზრდაში იმყოფებოდა, საიდანაც რამდენჯერმე გაიქცა.
არასრულწლოვანის ძებნაში პოლიციაა ჩართული, რომელიც სამძებრო სამუშაოებს 24 საათიან რეჟიმში აწარმოებს.