მნიშვნელოვანისიახლეები

მორიგი უკანონო დაკავება – სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ

გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 55 წლის თამაზ გლურჯიძე დააკავეს.
მამაკაცი ერთ-ერთ თანასოფლელთან სტუმრად იმყოფებოდა, ოჯახის დატოვების შემდეგ კი შინ აღარ დაბრუნებულა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაკავებული თამაზ გლურჯიძე ცხინვალის მილიციის იზოლატორშია გადაყვანილი.
მოგვიანებით, მან ახლობლებს ოკუპირებული ცხინვალის საპატიმროდან დაურეკა.

თანასოფლელები უკანონოდ დაკავებულს დადებითად ახასიათებენ, თუმცა მათ არ იციან, თუ ვითარებაში გაიტაცეს თამაზ გლურჯიძე.

სუსის ინფორმაციით, გააქტიურდა ცხელი ხაზი. ინფორმირებულია ევროკავშირის მისია. მომხდარის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button