მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პუტინი უკან არ იხევს, რუსეთის შეჭრის დაწყებიდან დღემდე, 6 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

უკრაინულმა ძალებმა დედაქალაქისკენ გასროლილი რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდეს

რუსული აგრესიის მსხვერპლი მხოლოდ ქართველი მებრძოლები არ არიან. ვლადიმერ პუტინი უკან არ იხევს, რაც ტრაგიკულ სტატისტიკაზეც პირდაპირპროპორციულად აისახება. გაერომ დათვალა და დაწერა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან დღემდე, სულ მცირე, 6 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, თუმცა რეალური მაჩვენებელი ბევრად მაღალია, რადგან მიმდინარე ბრძოლის ფონზე, ზუსტი მონაცემების დადგენა რთულია.

ამ სირთულეს კი ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება ქმნის. ომში მყოფი ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში აქტიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. დღეს დილით, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა.

სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დღეს, დილით რუსეთის ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე 6 სარაკეტო იერიში მიიტანეს, მათ შორის არის როგორც კიევის, ასევე ხმელნიცკის ოლქი.

პარალელურად უკრაინამ დაადასტურა ინფორმაცია ანტონოვკის ხიდზე თავდასხმის შესახებ.

ყველაზე საყურადღებო ახლა ბუნებრივია რომ არის კაჰოვკის ჰიდროელექტროსადგური. ამ ჰესის აფეთქების მცდელობაში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს. უკრაინული მხარე საუბრობს იმის შესახებ რომ ჰესი დანაღმულია რუსული ძალების მხრიდან. უკრაინა ჰიდროელექტროსადგუს მისამართით დიდი ყურადღების მიპყრობას ითხოვს, რადგან თუკი მოხდება აფეთქება წყლით დაიფარება ძალიან დიდი ტერიტორიები და მოსახლეობას საფრთხე დაემუქრება.

“ბოლო 24 საათის განმავლობაში თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოიგერიეს ოკუპანტების თავდასხმები ხარკოვის ოლქში; დღის განმავლობაში მტერმა განახორციელა 5 სარაკეტო და 19 საჰაერო დარტყმა. მტერს არ ჩაუტარებია აქტიური შეტევა ნოვოპავლოვსკის და ზაპორიჟიას მიმართულებით. არსებული ინფორმაციით, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დატოვა ქალაქი ხერსონი. დასახლებაში დარჩენილი რუსი ოკუპანტები სამოქალაქო ტანსაცმელს იცვამენ და მიტოვებულ სახლებში გადადიან. მტერი ხერსონს, ქუჩის ბრძოლებისთვის ამზადებს. მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს უკრაინის თავდაცვის ძალებმა ხერსონის ოლქის ნოვაია კახოვკას რაიონში, ოკუპანტებისა და მტრის ტექნიკის სარემონტო ბაზაზე იერიში მიიტანეს. თავდაცვის ძალების ავიაციამ გასული დღის განმავლობაში 16 დარტყმა განახორციელა. დადასტურდა იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის სამი დასაყრდენი და ათი ტერიტორიის, ასევე მოწინააღმდეგის საზენიტო-სარაკეტო სისტემების სამი პოზიციის განადგურება,” – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსპიკერი ოლექსანდრ სტუპუნი.

გუშინ ბრიუსელმა უკრაინის დახმარების პაკეტი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც ყოველთვიურად კიევში მინიმუმ 1.5 მილიარდი ევრო გადაირიცხება. დახმარებას დასავლეთი აგრძელებს ომის პროცესში გამოკვეთილი საჭიროებებიდან გამომდინარე.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა დღეს დილით დედაქალაქისკენ გასროლილი რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდეს, – ამის შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.მისივე თქმით, ამ წუთებში კიევში საჰაერო განგაშია

“საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს რამდენიმე რაკეტა, რომელიც კიევის მიმართულებით მიფრინავდა.

მადლობა ჩვენს დამცველებს!

საჰაერო განგაში ჩართულია. დარჩით თავშესაფრებში, დაიცავით თქვენი უსაფრთხოება.

დაზოგეთ ელექტროენერგია და გაითვალისწინეთ მისი მიწოდების ლიმიტები”, – წერს კლიჩკო.
მან მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა, რადგან დედაქალაქში საჰაერო თავდასხმის განგაში გრძელდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button