რუსეთის ფედერაციას საბრძოლო მასალა ეწურება

დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ცნობით, რუსეთის ფედერაციას არ აქვს საჰაერო უპირატესობა და მისი საბრძოლო მასალა იწურება.
“რუსეთს ჯერ კიდევ არ შეუძლია შეინარჩუნოს საკმარისი საჰაერო უპირატესობა, რათა საიმედოდ უზრუნველყოს ეფექტური საჰაერო მხარდაჭერა ფრონტის ხაზთან, მისი საარტილერიო საბრძოლო მასალა იწურება.
რუსეთის სარდლობა, სავარაუდოდ, სულ უფრო მეტად მიმართავს მაღალის რისკის შემცველი საბრძოლო მისიების შესრულებას, როგორც ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტს საბრძოლო მოქმედებებში ჯარების მჭიდრო მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად,” – ნათქვამია განცხადებაში.
10 ოქტომბრის შემდეგ რუსეთი მასობრივად ბომბავს უკრაინულ ქალაქებს. პუტინი აცხადებს, რომ ეს ყირიმის ხიდის აფეთქების საპასუხოდ ხდება. 17 ოქტომბერს რუსეთი კიევს დრონი-კამიკაძეებით დაესხა თავს. შედეგად ქალაქის ცენტრში საცხოვრებელი სახლი დაინგრა.
გარდა ამისა ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) წერს, რომ რუსეთმა მკვეთრად შეამცირა უკრაინაზე ირანული დრონებითა და რაკეტებით თავდასხმები. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ეს შესაძლოა მიუთითებდეს რაკეტებისა და უპილოტო საფრენების მარაგების ამოწურვაზე. გარდა ამისა ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ასეთი დარტყმების ეფექტურობა რუსეთის სტრატეგიული მიზნებისთვის არაეფექტურია.
ამასთან, ყოველდღიურ მიმოხილვაში ISW-ის ანალიტიკოსები წერენ, რომ სამხედრო ობიექტების ნაცვლად, რუსებმა უკრაინელებს შორის პანიკისა და შიშის დათესვის მიზნით სამოქალაქო ინფრასტრუქტურები აირჩიეს.
ISW წერს, რომ რუსმა სამხედროებმა საკრუიზო რაკეტების უმეტესი ნაწილი. წინასწარი შეფასებით, რუსეთის ფედერაციაში დარჩა ისკანდერების მხოლოდ 13%, კალიბრების 43%, Kh-101 და Kh-555-ის 45%.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.