მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთი საკვებს იარაღად იყენებს-რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გავიდა

თურქეთის თავდაცვის მინისტრი მოლაპარაკებებს აწარმოებს კოლეგებთან მოსკოვსა და კიევში, რათა გაეროს შუამავლობით მიღწეული შეთანხმება უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე აღდგეს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის უწყება ავრცელებს.

Reuters-ი განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ჰულუსი აქარმა მხარეებს სთხოვა, თავიდან აიცილონ ნებისმიერი „პროვოკაცია“, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს შეთანხმების გაგრძელებაზე.

„ბოსფორის მიმდებარედ მყოფი მარცვლეულით დატვირთული გემების შემოწმება დღეს და ხვალ გაგრძელდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი Twitter-ზე წერს, რომ “ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, მარცვლეულის შეთანხმებას დაუბრუნდეს.”

“რუსეთის გადაწყვეტილება შეაჩეროს მონაწილეობა შავი ზღვის შეთანხმებაში, საფრთხეს უქმნის მარცვლეულისა და სასუქების მთავარ საექსპორტო გზას ომით გამოწვეული გლობალური სასურსათო კრიზისის მოსაგვარებლად,” – წერს ჟოზეფ ბორელი Twitter-ის გვერდზე.

რუსეთი საკვებს იარაღად იყენებს, – ასე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთის მიერ „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლას.

„რუსეთის ნებისმიერი ქმედება, რომელიც ზიანს აყენებს მარცვლეულის ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან ექსპორტს, არის განცხადება, რომ ადამიანებმა მთელ მსოფლიოში უფრო მეტი უნდა გადაიხადონ საკვებისთვის ან იშიმშილონ“, – აცხადებს ბლინკენი.

სახელმწიფო მდივნის თქმით, ამ გადაწყვეტილებით რუსეთი ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ კრიზისს ამწვავებს.

NATO რუსეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებას, რომლის დატოვების შესახებაც ოფიციალურმა მოსკოვმა 29 ოქტომბერს განაცხადა.

“პრეზიდენტმა პუტინმა უნდა შეწყვიტოს საკვების იარაღად გამოყენება და დაასრულოს გაუმართლებელი ომი უკრაინაში” – თქვა NATO-ს სპიკერმა.

ცნობისთვის, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემებზე 29 ოქტომბერს მომხდარ აფეთქებებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ “ტერაქტები” უწოდა და მათი განხორციელება “ბრიტანელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით” უკრაინელებს დააბრალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button