2030 წლისთვის ქვეყნის ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე 15 000 დოლარს მიაღწევს

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის საშუალოვადიანი პროგნოზის მიხედვით, 2027 წლისთვის ქვეყნის ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე 10 000 დოლარის ნიშნულს გადააჭარბებს და სულ მცირე 10 540 დოლარს შეადგენს.
მათივე ცნობით, 2030 წლისთვის ქვეყნის ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე 15 000 დოლარს მიაღწევს, რის შემდეგაც საქართველო მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნების რიგში გადაინაცვლებს.
მთავრობის მონაცემებით, 2020 წელს საქართელოს ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე 4 260 დოლარს შეადგენდა, ხოლო 2022 წელს 6 770 დოლარს.
დღეს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ “საქართველოს 9 თვეში 10.2%-იანი ეკონომიკური ზრდა აქვს და ეს უპრეცედენტოა მთელ ევროპაში”.
გარდა ამისა გაცნობებთ რომ პარლამენტის კომიტეტებში, ასევე საგამოძიებო კომისიებსა და სხვა საპარლამენტო სტუქტურებში უმრავლესობაში მყოფი უფრაქციო დეპუტატები ცალკე კვოტებით იქნებიან უზრუნველყოფილი. ამის შესაბამისად, ცალკე კვოტა განისაზღვრება უმრავლესობის გარეთ – ოპოზიციაში მყოფი პარლამენტის უფრაქციო წევრებისათვის.
რეგლამენტში ცვლილებების პროექტი მოძრაობის “ხალხის ძალა“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა და ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ მოამზადეს.
პარლამენტის მოქმედი რეგლამენტის გათვალისწინებით, კომიტეტის შემადგენლობა ფრაქციათა წარმომადგენლობისა და უფრაქციო პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად განისაზღვრება. არსებული წესი იმას ნიშნავს, რომ კვოტა უმრავლესობაში და უმრავლესობის გარეთ მყოფი პარლამენტის უფრაქციო წევრებისათვის საერთოა.
რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებებით კი, კომიტეტის შემადგენლობა ფრაქციათა წარმომადგენლობის, ასევე საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა და საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად განისაზღვრება. იგივე პრინციპით დაკომპლექტდება პარლამენტის საგამოძიებო კომისია და ეთიკის საბჭო.
ამავე პროექტის მიხედვით, შესაძლებელი იქნება ისიც, რომ საჭიროების შემთხვევაში, უმრავლესობაში შემავალ ფრაქციათა და უფრაქციო პარლამენტის წევრებისთვის პროპორციული წარმომადგენლობის საერთო კვოტები განისაზღვროს.
როგორც საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, გარკვეული პრობლემები მას შემდეგ გამოიკვეთა, რაც ფრაქცია “ქართული ოცნებიდან“ ცხრა დეპუტატი გავიდა, რომლებიც ახლა უმრავლესობის უფრაქციო წევრები არიან. მაჭარაშვილის განმარტებით, პარლამენტში უფრაქციო დეპუტატების საერთო რაოდენობა 20-ზე მეტია, კომიტეტებში კი მათთვის ერთი ან ორი ადგილია განსაზღვრული.
მაჭარაშვილის თქმით, ცვლილებების ამოქმედების შემთხვევაში, მათ შესაძლებლობა ექნებათ საპარლამენტო ორგანოებში უკეთ იყვნენ წარმოდგენილი და უმრავლესობასა და ოპოზიციაში მყოფმა უფრაქციო წევრებმა “კვოტებში არ გაუწიონ ერთმანეთს კონკურენცია“.
რეგლამენტში ცვლილებების ამოქმედებიდან სამი დღის ვადაში საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი შესაბამისი წარმომადგენლობის კვოტებს შეიმუშავებს.