მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინაში 24-ე ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში ქართველი მებრძოლების დაღუპვის შესახებ პირველი ინფორმაცია 18 მარტს გავრცელდა

უკრაინაში, ნიკოლაევის ოლქში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა.38 წლის ლევან სახელაშვილის შესახებ ინფორმაციას მისი ქართველი თანამებრძოლები ავრცელებენ. იგი საარტილერიო შეტევას ემსხვერპლა. ის პროფესიონალი სამხედრო იყო და 2012 წლამდე მსახურობდა საქართველოს თავდაცვის ძალებში. უკრაინაში საბრძოლველად ის პუტინის ომის დაწყებიდან მალევე წავიდა.

“ეს ყველაფერი დილით მოხდა. დაიღუპა საბრძოლო ვითარებაში. არის ნიკოლაევის ოლქში, ხერსონის საზღვრებთან, კონტაქტური ცეცხლის გაუხსნეს, იმათ ვერ მოიგერიეს, მერე გამოიძახეს არტილერია” – ამბობს გოჩა ხორავა, დაღუპული ლევან სახელაშვილის მეგობარი და უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი სამხედრო.

სახელაშვილის ცხედარი ნიკოლაევის ერთ- ერთ ჰოსპიტალშია გადასვენებული. მას სავარაუდოდ ხვალ კიევში გადაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება და შესაძლოა უკვე კვირის ბოლოს, საქართველოში ჩამოასვენონ.
შეგახსენებთ რომ უკრაინის სასარგებლოდ იქ ათეულობით ქართველი იბრძვის.
24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან ომს 24 ქართველი ემსხვერპლა.
უკრაინაში ქართველი მებრძოლების დაღუპვის შესახებ პირველი ინფორმაცია 18 მარტს გავრცელდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button