მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთში მობილიზებულთა რაოდენობამ 318 000 ადამიანს მიაღწია

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანების მსურველთა ნაკადი არ მცირდება და მობილიზებულთა რაოდენობამ 318 000 ადამიანს მიაღწია – აცხადებს პუტინი მოხალისეებთან საუბრისას.

“ჩვენ უკვე გვყავს 318 000 (მობილიზებული), რატომ 318 000 – იმიტომ, რომ მოხალისეები მოდიან. მოხალისეთა რაოდენობა არ მცირდება”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

მისი განმარტებით, დასახელებული 318 000-დან 49 000 ადამიანი უკვე ჯარშია და საბრძოლო დავალებებს ასრულებს, დანარჩენები კი წვრთნებს გადიან.

“ეს არის ხალხის ძალიან დიდი რაოდენობა. დარჩნენ ოჯახები, დედები, მამები, შვილები, ცოლები. რა თქმა უნდა, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს მათ დასახმარებლად”, – განაცხადა პუტინმა.
28 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე 82 000 მობილიზებული გაგზავნეს.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა და აღნიშნული ქმედება “რუსეთის სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელ ნაბიჯად” მოიხსენია.

პუტინის თქმით, სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარებიან რეზერვში მყოფი მოქალაქეები და, უპირველეს ყოვლისა, შეიარაღებულ ძალებში მომსახურე, გარკვეული სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები. რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ცნობით, გაწვევა 300 ათას რეზერვისტს შეეხება.

მსგავსი პოსტები

Back to top button