მძიმე დანაშაულის ჩამდენ პირებს არმიაში გაუშვებენ

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უშვებს იმ ადამიანების მობილიზაციას, რომელთაც მძიმე დანაშაულები აქვთ ჩადენილი.
ამ დროს კრემლი აგრძელებს უკრაინაში ომისთვის სამხედროთა შეგროვებას ბოლოდროინდელი წარუმატებლობის შემდეგ.
4 ნოემბერს მოსკოვში ახალგაზრდული და მოხალისეთა ორგანიზაციების წევრებთან საუბრისას, პუტინმა თქვა, რომ მას შემდეგ, რაც მან სექტემბერში მობილიზაცია გამოაცხადა ქვეყანაში, 318 000 ადამიანი ჩაერთო ბრძოლაში, მათ შორის, პუტინის თანახმად, 18 000 მოხალისე იყო. პუტინის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი ადგენს მოხალისეთა სტატუსს, მათ უფლებებს და ჯამაგირს, ასევე სხვა საკითხებს. მოხალისეთა ფორმირებების შექმნა შეუძლია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით.
პუტინის სიტყვით გამოვიდა იმავე დღეს, როცა მან ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია იმ ადამიანების მობილიზაცია, რომელთაც სასჯელის მოუხდა არ დაუსრულებიათ. საქმე ეხება მძიმე დანაშაულის ჩამდენებს მათი გამოკლებით, ვინც სექსუალური ძალადობის, სახელმწიფო ღალატის, ჯაშუშობის ან ტერორიზმის მუხლით გაასამართლეს.
“როგორც ჩემთვის ცნობილია, მობილიზებულთაგან 49 000 უკვე საბრძოლო დავალებებს ასრულებს, ხოლო დანარჩენები წვრთნას გადიან”, – განაცხადა პუტინმა.
რუსეთმა თავდაპირველად უკრაინის ფართო ტერიტორიები დაიპყრო თებერვალში განხორციელებული სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, თუმცა რამდენიმე თვის განმავლობაში ჯარისა და ტერიტორიების მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა ძირითადად უკრაინის ორმხრივი კონტრშეტევის გამო. იმ წარუმატებლობამ, რის გამოც რუსეთი ცდილობს შეინარჩუნოს ხაზი სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინაში, რომელიც მას კვლავ ოკუპირებული აქვს და თავის ტერიტორიად მიიჩნევს, აიძულა კრემლი სულ უფრო მეტად დაჰყრდნობოდა დაქირავებულ მებრძოლებსა და ჩეჩენთა ნაწილებს.
პუტინმა 4 ნოემბერს განაცხადა, რომ მოხალისეთა ნაკადი კვლავაც გრძელდება მობილიზაციის არაპოპულარობის მრავალი ნიშნის მიუხედავად.
ათობით ათასმა რუსმა მამაკაცმა დატოვა ქვეყანა მობილიზაციის გამოცხადებისთანავე მაშინ როცა აქა-იქ, რუსეთის ბევრს ნაწილში, იმართებოდა საპროტესტო გამოსვლები, რომლებიც სწრაფად იხშობოდა უშიშროების ძალების მიერ. ათობით ვიდეო გავრცელდა, სადაც ნაჩვენებია როგორ უჩივიან მობილიზებულები საკვების, ტანსაცმლის, აღჭურვილობისა და საცხოვრებლის ნაკლებობას.
გარდა ამისა ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, დაბალი მორალისა და ბრძოლის სურვილის არ ქონის გამო, რუსულმა ძალებმა, სავარაუდოდ, დაიწყეს “ბარიერული ჯარების” ან “შემაკავებელი შენაერთების” განლაგება.
“ეს შენაერთები საკუთარ ჯარისკაცებს ემუქრებიან დახვრეტით თუ ისინი უკან დაიხევენ. ამით ჯარისკაცებს შეტევითი ქმედებებზე გადასვლას აიძულებენ.”- წერს დაზვერვა.
ბრიტანეთის დაზვერვა ასევე ამბობს, რომ რუს გენერლებს, სავარაუდოდ, სურდათ, რომ მეთაურებს დეზერტირების წინააღმდეგ იარაღი გამოეყენებინათ. მათ შორის, შესაძლოა, გაფრთხილების შემდეგ სროლის ნებართვა გაეცათ ჯარისკაცის მოსაკლავად, რომელმაც დაარღვია სამხედრო დისციპლინა.
“გენერლებს ასევე სურდათ თავდაცვითი პოზიციების შენარჩუნება სიკვდილამდე. ისეთი ქმედება, როგორიცაა დეზერტირებისთვის სროლა, სავარაუდოდ, ადასტურებს რუსული ძალების დაბალ ხარისხს, დაბალ ზნეობას და უდისციპლინობას.”- წერია ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებაში.