თურქეთმა შავ ზღვაში რუსული სამხედრო გემები არ გაატარა

თურქეთმა შავ ზღვაში რუსული სამხედრო გემები არ გაატარა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. საუბარია რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის გემებზე, რომლებიც თებერვლის დასაწყისიდან ითხოვდნენ ნებართვას, რათა ბოსფორის სრუტე გაევლოთ.
როგორც მედია იუწყება, ანკარამ მათ ამის უფლება არ მისცა.
რუსული გემები თურქეთის ხელისუფლებისგან ბოსფორის გადაკვეთის ნებართვას თებერვლის შემდეგ ელოდნენ. კლიმენკო წერს, რომ ფლოტის სარაკეტო კრეისერი ვარიაგი და დიდი წყალქვეშა ხომალდი ადმირალი ტრიბუცი 6 ნოემბერს სინგაპურის სრუტეში, ვლადივოსტოკის ბაზისკენ მიმავალ გზაზე დააფიქსირეს.
ამასთან, როგორც შავი ზღვის სტრატეგიული ინსტიტუტის მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი ანდრეი კლიმენკო „ტვიტერში“ წერს, რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის გემები შავ ზღვაში შესვლას ცხრა თვე ელოდებოდნენ რათა შემდგომ უკრაინის ტერიტორიისთვის შეეტიათ.