გენშტაბი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 8 ნოემბრამდე პერიოდს.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:
➡ჯარისკაცი – დაახლოებით 77 170
➡ტანკი – 2 786
➡ჯავშანტექნიკა – 5 654
➡საარტილერიო სისტემა -1 791
➡სარაკეტო სისტემა – 391
➡საზენიტო საბრძოლო სისტემა – 203
➡თვითმფრინავები – 278
➡ვერტმფრენი – 260
➡ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1 476
➡საკრუიზო რაკეტები – 399
➡საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 4 216
➡გემი/ნავი/კატარღა – 16
➡სპეციალური აღჭურვილობა – 159.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.