უკრაინელებმა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 810 ჯარისკაცი გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. უკრაინელებმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის 80 210 ჯარისკაცი გაანადგურეს, მათ შორის 810 – ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 12 ნოემბრამდე პერიოდს.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:
📍ჯარისკაცი – დაახლოებით 80 210
📍ტანკი – 2 838
📍ჯავშანტექნიკა – 5 730
📍საარტილერიო სისტემა – 1 829
📍სარაკეტო სისტემა – 393
📍საზენიტო საბრძოლო სისტემა – 205
📍თვითმფრინავები – 278
📍ვერტმფრენი – 261
📍ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1 506
📍საკრუიზო რაკეტები – 399
📍საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 4 279
📍გემი/ნავი/კატარღა – 16
📍სპეციალური აღჭურვილობა – 160;
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.