ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინელმა 630-მდე ოკუპანტი გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 16 ნოემბრამდე პერიოდს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინელმა მებრძოლებმა 630-მდე ოკუპანტი გაანადგურეს.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:
📍ჯარისკაცი – დაახლოებით 82 710
📍ტანკი – 2 871
📍ჯავშანტექნიკა – 5 797
📍საარტილერიო სისტემა – 1 860
📍სარაკეტო სისტემა – 393
📍საზენიტო საბრძოლო სისტემა – 209
📍თვითმფრინავები – 278
📍ვერტმფრენი – 261
📍ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1 525
📍საკრუიზო რაკეტები – 474
📍საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 4 360
📍გემი/ნავი/კატარღა – 16
📍სპეციალური აღჭურვილობა – 160