მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა

ფრაქცია “ხალხის მსახურის” სახალხო დეპუტატმა, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის მუდმივი დელეგაციის ხელმძღვანელმა, იეჰორ ჩერნევმა განაცხადა, რომ NATO-ს ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეამ რომელიც ამჟამად მადრიდში იმართება მოითხოვა სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნა რუსი დამნაშავეების დასასჯელად და რუსეთის ფედერაცია ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა.

“NATO-ს 30-ვე ქვეყანამ მხარი დაუჭირა ჩვენი დელეგაციის წინადადებებს. ასეთი ტრიბუნალი შესაძლებელს გახდის გაასამართლოს არა მხოლოდ ომის დანაშაულების უშუალო დამნაშავეები, არამედ რუსეთის ფედერაციის უმაღლესი ხელმძღვანელობაც. რეზოლუცია გაეგზავნება NATO-ს წევრი ყველა ქვეყნის მთავრობასა და პარლამენტს.” – განაცხადა ჩერნევმა.

მისი თქმით, რეზოლუცია შეიცავს უკრაინისთვის არაერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას:

უკრაინაში იარაღის მიწოდების გაზრდა;
უკრაინის NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით კონკრეტული ნაბიჯების შემუშავება;
უკრაინისთვის მიყენებული ზიანისათვის რუსეთის ფედერაციისგან რეპარაციების აღების მექანიზმის შექმნა.
ჩერნევმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეზოლუცია ითვალისწინებს პრინციპს, რომ NATO მხარს დაუჭერს უკრაინას მანამ, სანამ საჭირო იქნება.

“ამ რეზოლუციის მიღება მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯია, რომელიც ასახავს დასავლეთის საპარლამენტო წრეებში არსებულ განწყობას და, შესაბამისად, გავლენას ახდენს ქვეყნების ხელმძღვანელობაზე გადაწყვეტილების მიღებისას.”- განმარტა უკრაინის მუდმივი დელეგაციის ხელმძღვანელმა NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაში.

მისი თქმით, უკრაინის პოზიცია ტრიბუნალის შექმნასთან, რეპარაციების გადახდასთან და რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარებასთან დაკავშირებით ეტაპობრივად იღებს მხარდაჭერას უმაღლეს საერთაშორისო პლატფორმებზე.

“კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის, სამხედრო დანაშაულებისთვის, რომლებსაც არ აქვთ ხანდაზმულობის ვადა, აგრესიის დანაშაულისთვის, სასჯელი გარდაუვალი იქნება. ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ.” – განაცხადა ჩერნევმა.

იქამდე კი საპარლამენტო ასამბლეას მიმართა პრეზიდენტმა ზელენსკიმ და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა:

“დიდი მადლობა პარტნიორებს მხარდაჭერისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლაში თანადგომისთვის. დღეს უკრაინა მაიდანის, იგივე ღირსების რევოლუციის 9 წლის იუბილეს აღნიშნავს. მაშინ უკრაინელები უკრაინის ევროპულ არჩევანს იცავდნენ. ერი გაერთიანდა დემოკრატიის, თავისუფლებისა და ღირსების დასაცავად. დღესაც ამ გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ჯერ უკრაინა ნატოსა და ევროკავშირის წევრი არ არის, თუმცა ერი ერთად დგას ევროპულ გზაზე და იცავს ამ მომავალს. ჩვენ ღირებულებებს ვიცავთ. ყველა ხედავთ რა საფრთხის წინაშე ვართ. 24 თებერვლის შემდეგ ყველა გავერთიანდით და კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ რომ ჩვენ ევროკავშირისა და ნატოს წევრები უნდა გავხდეთ. ჩვენ გვჯერა რომ უკრაინაში, ევროპის საზღვრებს აღვადგენთ. ჩვენი მიზნების მისაღწევად ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ. უკრაინის მიერ შემუშავებულმა მშვიდობის ფორმულამ უნდა იმუშაოს და რუსეთი შევაჩეროთ. ჩვენი ქვეყნები რუსული რაკეტებისგან უნდა დავიცვათ რუსეთი გენოციდს ახორციელებს. მისი მიზანია მილიონობით ადამიანი საფრთხეში ჩააგდოს. უნდა მივბაძოთ ჩეხეთს და ესტონეთს და რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ უნდა გამოვაცხადოთ. აუცილებელია სანქციების ახალი 9 პაკეტის მიღებაც.” თქვა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button