მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა დოკუმენტებს ხელი არ მოეწერა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) სამიტზე, უარი თქვა კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს დეკლარაციის პროექტებისა და სომხეთის დასახმარებელი ერთობლივი ზომების შესახებ დოკუმენტის ხელმოწერაზე.
რა ფორმულირებები იყო დოკუმენტში, უცნობია.
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში შედიან სომხეთი, რუსეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და ბელარუსი.
სამიტი ერევანში 23 ნოემბერს გაიმართა.
სამიტზე გამოსვლისას ფაშინიანმა ორგანიზაციას მოუწოდა, პოლიტიკური შეფასება მისცეს სომხეთის წინააღმდეგ აზერბაიჯანის მოქმედებებს, რომლებსაც ის აგრესიად მიიჩნევს. მისი სიტყვებით, მოკავშირეებმა უნდა აიძულონ აზერბაიჯანი, რომ ჯარები გაიყვანოს მის მიერ დაკავებული სომხური ტერიტორიებიდან. “ODKB-ს მიერ სიტუაციის მკაფიო პოლიტიკური შეფასების არარსებობა და ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მიუღებლობა შეიძლება ნიშნავდეს არა მხოლოდ ODKB-ს უარს მოკავშირეთა ვალდებულებებზე, არამედ აზერბაიჯანის მიერ ინტერპრეტაციას, როგორც მწვანე შუქს ODKB-დან სომხეთის წინააღმდეგ შემდგომი აგრესიისთვის”, – აღნიშნა სომხეთის ლიდერმა.

სომხეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ სექტემბერში სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული შეტაკებებისას აზერბაიჯანის სამხედროებმა სომხეთის სუვერენული ტერიტორიის ნაწილი დაიკავეს. ბაქო ამას უარყოფს და მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყნებს შორის საზღვრები არ არის დემარკირებული.

ბელარუსის ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ მანამდე თქვა, რომ სომხეთის მხარემ წარმოადგინა შესწორება დოკუმენტისა, რომელსაც ხელი უნდა მოეწეროს, მაგრამ „ჩვენ გადავწყვიტეთ, არ მივიღოთ ეს ორი პუნქტი, არ ჩავუღრმავდეთ მათ“. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, რომელიც სამიტის მუშაობაში მონაწილეობდა, იმედი გამოთქვა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა მოხერხდება.

კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა სამიტის შედეგების კომენტირებისას კი აღნიშნა, რომ სომხეთის ODKB-დან გასვლაზე საუბარი არ ყოფილა. პესკოვის თქმით, ლიდერებმა “ვერ შეძლეს ყველაფერზე შეთანხმება”, ხოლო “მოლაპარაკების სირთულე” განპირობებული იყო “იმ მომენტის სირთულით, რომელსაც ჩვენ ყველანი გავდივართ”.

მსგავსი პოსტები

Back to top button