მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ომი მაშინ დასრულდება, როდესაც პუტინი მოკვდება

პრეზიდენტად ომში გამარჯვებამდე დარჩება

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თუ ვლადიმერ პუტინი მოკვდება, ომი დასრულდება.
ამის შესახებ მან Netflix-ს განუცხადა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, რუსეთის პრეზიდენტის გარდაცვალების შემთხვევაში, ქვეყანას საგარეო პოლიტიკის დრო არ ექნება, რადგან კრემლს შიდა პოლიტიკაზე ზრუნვა მოუწევს.
ინტერვიუერის კითხვაზე: “მოდით, წარმოვიდგინოთ, რომ პუტინი გაცივდა და მოკვდა, ან შემთხვევით ფანჯრიდან გადმოვარდა და მოკვდა, ომი გაგრძელდება?”

ზელენსკიმ უპასუხა: “არა. ომი არ იქნება. ავტორიტარული რეჟიმი შემზარავია. მაღალი რისკია, რომ ყველაფერი ერთმა ადამიანმა გადაწყვიტოს. ასე რომ, როცა ეს ერთი ადამიანი მიდის, ყველა ინსტიტუტი ჩერდება. მსგავსი რამ მოხდა საბჭოთა კავშირში. ყველაფერი გაჩერდა. მე მჯერა, რომ თუ ის იქ არაა, მათთვის რთული იქნება. ისინი ფოკუსირდებიან შიდა პოლიტიკაზე და არა საგარეო პოლიტიკაზე“.

“თუ პუტინი მოკვდება, ომი არ იქნება. ავტორიტარული რეჟიმი საშიშია, რადგან არსებობს დიდი რისკი. მაგრამ არ შეიძლება ყველაფერი ერთ ადამიანზე იყოს დამოკიდებული. ამიტომ, როცა ასეთი ადამიანი მოკვდება, ყველა ინსტიტუცია ჩერდება. მე მგონია, რომ თუ ის არ იქნება, მათ გაუჭირდებათ, ისინი შიდა პოლიტიკით დაკავდებიან, და არა გარე პოლიტიკით”, – თქვა ზელენსკიმ Netflix-ის ეთერში.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ის პრეზიდენტად ომში გამარჯვებამდე დარჩება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა „ნეტფლიქსზე“ ჟურნალისტ დევიდ ლეტერმანთან ინტერვიუში განაცხადა.

„გამარჯვებამდე ნამდვილად ვიქნები პრეზიდენტი. შემდეგ რა იქნება, არც კი ვფიქრობ. ჯერ ამაზე არ ვფიქრობ, არ ვარ მზად. უბრალოდ, ძალიან მინდა ზღვაზე, ლუდის დალევაც ძალიან მინდა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე ისაუბრა რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე და თქვა, რომ პუტინი მასობრივი განადგურების იარაღს სავარაუდოდ არ გამოიყენებს, რადგან მას სიცოცხლე უყვარს.

„მე ის მინახავს და მინახავს მისი სიცოცხლის სურვილიც. მას ძალიან უყვარს სიცოცხლე. ის ძალიან გრძელ მაგიდასთანაც ამიტომ ზის. მას „კოვიდის“ თუ რაღაცის ეშინია. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მას სიკვდილის ეშინია. ამიტომ, არ ვარ დარწმუნებული, რომ ის მზადაა, ბირთვული იარაღი გამოიყენოს. ის ხვდება, რომ თუ ის ამ იარაღს გამოიყენებს, მაშინ შემდეგი ნაბიჯი იქნება ნებისმიერი სახელმწიფოსგან გადადგმული პირადად მისკენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი პოსტები

Back to top button