მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის პრეზიდენტი წლის ბოლოს პრესკონფერენციას არ გამართავს

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი წლის ბოლოს პრესკონფერენციას არ გამართავს.

მედიის ცნობით, 10 წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პუტინმა ყოველწლიური პრესკონფერენცია გააუქმა.

პესკოვმა არ დაასახელა მიზეზი, რატომ არ გაიმართება ტრადიციული პრესკონფერენცია, თუმცა, აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი რეგულარულად ესაუბრებოდა პრესას, მათ შორის უცხოურ ვიზიტებზე.

ამასთან აშშ რუსეთს სან-ფრანცისკოში 2023 წელს დაგეგმილ აზია-წყნარი ოკეანეთის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტზე მიიწვევს, ამის შესახებ სინგაპურში ბრიფინგზე განაცხადა აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მეტ მიურეიმ. მას არ დაუკონკრეტებია, მიიღებს თუ არა მონაწილეობას სამიტში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.

რუსეთი APEC-ის წევრია, ორგანიზაცია 21 ქვეყანას აერთიანებს. ნოემბერში ტაილანდში APEC-ის სამიტზე რუსეთს ქვეყნის პირველი ვიცე-პრემიერი ანდრეი ბელოუსოვი წარმოადგენდა. პუტინი არ დასწრებია “დიდი ოცეულის” სამიტსაც, რომელიც ინდონეზიის დედაქალაქ ბალიში გაიმართა და რომელზეც ის მიწვეული იყო.

უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, რუსეთს აშშ-მა და დასავლეთის მრავალმა ქვეყანამ სანქციები დაუწესა. უკრაინაში ომი დაგმეს და რუსეთს საპასუხო სანქციები დაუწესეს მსოფლიოს ქვეყნებმაც.

მსგავსი პოსტები

Back to top button