მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები
უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში უკრაინაში მყოფი მათი თანამებრძოლები ავრცელებენ.
იმის გამო, რომ ოჯახებისთვის ჯერჯერობით მათი დაღუპვა ცნობილი არ არის, მეომრების ვინაობა არ სახელდება.
უკრაინის ქალაქ ბახმუტის აღებას რუსეთი დიდი ძალებით, მრავალი კვირის განმავლობაში ცდილობს. ცოტა ხნის წინ ბახმუტში ერთბაშად ექვსი ქართველი ჯარისკაცის დაიღუპა.
რუსეთმა 24 თებერვალს დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში. უკრაინის მხარეს უკრაინაში მცხოვრები თუ საქართველოდან წასული 1500-მდე ქართველი მეომარი იბრძვის. პირველი ინფორმაცია ქართველი მებრძოლების დაღუპვის შესახებ 18 მარტს გავრცელდა. ომის დაწყებიდან ამ დრომდე უკრაინაში უკვე 35 ქართველი მებრძოლი დაიღუპა