მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მელიტოპოლში ხიდი ააფეთქეს

რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ზაპოროჟიეს რეგიონში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებულ მელიტოპოლსა და სოფელ კონსტანტინოვკას დამაკავშირებელ ხიდს დაარტყეს, რომლის საშუალებითაც ოკუპანტებს სამხედრო ტექნიკა გადაჰქონდათ, ამის შეწსახებ ვლადიმირ როგოვმა განაცხადა. მისივე თქმით, ხიდის საყრდენზე ასაფეთქებელი ნივთიერება იყო ჩადებული. როგოვმა მომხდარში უკრაინული მხარე დაადანაშაულა. . შემთხვევის ადგილზე გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ხიდის კონსტრუქციის ნაწილი ჩაძირულია. ხიდზე მოძრაობა შეჩერებულია.

“ხიდი, რომელიც ქალაქს აკავშირებდა სოფელ კონსტანტინოვკასთან, “დაიღალა” მელიტოპოლში. ეს არის ერთ-ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ხიდი ყირიმის ხიდის “დაღლილობის” შემდეგ. სწორედ მისი მეშვეობით გადაჰყავდათ ოკუპანტებს სამხედროები, ტექნიკა აღმოსავლეთის მიმართულებით. მაშ ასე, რაშისტებო, უკრაინის შეიარაღებული ძალები უკვე ახლოს არიან. უკანმოუხედავად გაიქცევით!”, – თქვა მელიტოპოლის მერმა.

რუსებმა აღიარეს, რომ ხიდის საყრდენები დაზიანდა. მედიის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები უკვე ახლოს არიან
ოფიციალურად უკრაინის ხელისუფლებას ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი მელიტოპოლთან ხიდის აფეთქების შესახებ, მაგრამ სამხედრო გამოცემები, როგორც უკრაინული, ასევე რუსული, საბოტაჟის სამიზნედ ასახელებენ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი იმ მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ჯაჭვის განადგურებას, რომლის წყალობითაც რუსეთის არმია ზაპოროჟიეს რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიაზე თავისი მოქმედებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი საბრძოლო მასალებით მარაგდება.

მანამდე დასავლეთის რამდენიმე ქვეყნის სამხედრო ანალიტიკოსებმა და დაზვერვის წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ზაპოროჟიეს რეგიონი და, კერძოდ, მელიტოპოლი უკრაინის არმიის შემდეგი შეტევის ყველაზე სავარაუდო სამიზნეს წარმოადგენს.

პარალელურად, ოკუპანტი უკრაინის ტერიტორიებზე თავდასხმებს განაგრძობს. ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 10-ზე მეტი დაშავდა სარაკეტო შეტევისას დონეცკის რეგიონში, როგორც უკრაინის პროკურატურა იუწყება, რუსეთმა ქალაქ ჰირნიკის წინააღმდეგ ურაგანის ტიპის სარაკეტო სისტემა გამოიყენა.

ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ხერსონში რუსეთის ძალების თავდასხმას. დაბომბვის შედეგად 5 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button