მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის პრეზიდენტი ბელარუსს ეწვევა

უკრაინასთან ომში რუსეთის სამხედრო მიზნებში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებიც შედის

AFP-ს ცნობით, ორშაბათს რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ბელარუსს ეწვევა. ინფორმაციას მედია მინსკში პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

პუტინის ვიზიტი ხდება მას შემდეგ, რაც გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბელარუსი ატარებს “მზადყოფნის წვრთნებს”. რუსეთმა ბელარუსში მობილიზებული რეზერვისტების დამატებითი ნაწილებიც გაგზავნა.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ დაწერა, რომ ნაკლებად სავარაუდოა ბელარუსის ჯარი წარმოადგენდეს ძალას, რომელსაც შეუძლია განახორციელოს წარმატებული ახალი თავდასხმა ჩრდილოეთ უკრაინაში.

უკრაინასთან ომში რუსეთის სამხედრო მიზნებში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებიც შედის – ამის შესახებ განცხადებას დიმიტრი მედვედევი “ტელეგრამის” გვერდზე ავრცელებს.

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე წერს, რომ სამხედრო სამიზნეებად მტრის ჯარის, სამხედრო და დამხმარე ტექნიკის გარდა, ლეგიტიმურ სამიზნეებად სამოქალაქო ინფრასტრუქტურაც უნდა ჩაითვალოს, რომელიც სამხედრო მიზნების მიღწევას ხელს უწყობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button