მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ოკუპანტებმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 449 ბავშვი მოკლეს

უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 449 ბავშვი დაიღუპა, დაშავდა 1308-ზე მეტი. ამასთან, გენპროკურატურა აღნიშნავს, რომ ყველაზე მეტად ბავშვები დონეცკის ოლქში დაშავდნენ.

📍დონეცკი – 428
📍ხარკივი – 267
📍კიევი – 117
📍მიკოლაივი – 80
📍ზაპოროჟიე – 78
📍ხერსონი – 74
📍ჩერნიგოვი – 68
📍ლუჰანსკი – 66
📍დნეპროპეტროვსკი – 34

ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დაბომბვის შედეგად 3126 სასწავლო დაწესებულება დაზიანდა, 337 კი მთლიანად განადგურდა.
ეს მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button