სოფელ პატარძეულში სტალინის გამოსახულებიანი მარმარილოს ქვა დააზიანეს

სოფელ პატარძეულში დაუდგენელმა პირებმა სტალინის გამოსახულებას თეთრი საღებავი წაუსვეს, მარმარილოს ქვა კი გატეხეს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფლის ცენტრში, სადაც მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ქართველების მემორიალია, სტალინის გამოსახულების აღდგენა უკვე რამდენჯერმე მოუწიათ.
” ეს არის პატარძეულის გმირთა სავანე.
სტალინის გამოსახულების დაზიანება უკვე რამდენჯერმე მოხდა.ბოლოს, ფაშიზმზე გამარჯვებას რომ წღვნიშნავდით, 9 მაისს, მაშინ დაგვხვდა დაკაწრული და ჩვენი ძალებით აღვადგინეთ.
დაუდგენელმა პირმა Თუ პირებმა განსაკუᲗრებული სისასტიკიᲗ, ისევ ბარბაროსულად გაანადგურეს”- ამბობენ სოფლის მცხოვრებლები.
მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენება, კანონით აკრძალულია, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ პატარძეულში სტალინის გამოსახულებიანი ქვის აღებასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, პოზიცია არ აქვთ.
მარმარილოს ქვა სტალინის გამოსახულებით, პატარძეულში თავდაპირველად, 1975 წელს დადგეს.
სტალინის ფოტოები და ბიუსტი, ამ დროისათვის, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალვანის ცენტრში და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელში, კერძო პირის ეზოშია შემორჩენილი.