რუსეთის ნებისმიერი ცალმხრივი მოწოდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ “სრულიად უაზრო იქნება დღევანდელ ვითარებაში.”

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა რიში სუნაკმა რიგაში, გაერთიანებული საექსპედიციო ძალების (JEF) წევრი ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრისას პირობა დადო, რომ 2023 წელს დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს და გააძლიერებს უკრაინის სამხედროო დახმარებას. ის იგივე ქმედებისკენ მოუწოდებს დასავლეთის სხვა ქვეყნებსაც.
ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, განაცხადა, რომ რუსეთის ნებისმიერი ცალმხრივი მოწოდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ “სრულიად უაზრო იქნება დღევანდელ ვითარებაში.”
აღნიშნული განცხადება მან რიგის სამიტზე გააკეთა.
მისი თქმით, რუსეთის მხრიდან ასეთი მოწოდება ყალბი იქნება.
“სანამ ისინი არ დატოვებენ ოკუპირებულ ტერიტორიებს, არ შეიძლება და არ უნდა იყოს რეალური მოლაპარაკებები.”- ამბობს სუნაკი.
სუნაკის თქმით, საერთაშორისო საზოგადოების სიმტკიცე მკაფიოა, ისინი მხარს უჭერენ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.
„რუსეთი ამას იყენებს გადაჯგუფებისთვის, საკუთარი ჯარების გაძლიერებისთვის. ვიდრე ისინი არ გავლენ დაკავებული ტერიტორიებიდან, არ შეიძლება და არ უნდა იყოს არანაირი რეალური მოლაპარაკებები“, – აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
ბრიტანეთის პრემიერმინისტრის თქმით, ქვეყანა გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, რადგან “უკრაინის უსაფრთხოება, ჩვენი უსაფრთხოებაა.”
“ჩვენი კოლექტიური გადაწყვეტილება ნათელია, ჩვენ მხარს ვუჭერდით და გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. და ეს პირველ რიგში იმიტომ ხდება, რომ მათი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა.” -აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერმა.