უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 450 ბავშვი დაიღუპა

უკრაინის ომბუდსმენის ოფისის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 450 ბავშვი დაიღუპა, 331 ბავშვი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 868 კი დაშავდა. 1313-ზე მეტი კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით დაშავდა. ამასთან, გენპროკურატურა აღნიშნავს, რომ ყველაზე მეტად ბავშვები დონეცკის ოლქში დაშავდნენ.
📍დონეცკი – 428
📍ხარკივი – 267
📍კიევი – 117
📍მიკოლაივი – 81
📍ზაპოროჟიე – 80
📍ხერსონი – 75
📍ჩერნიგოვი – 68
📍ლუჰანსკი – 65
📍დნეპროპეტროვსკი – 40
2022 წლის 26 დეკემბრის მდგომარეობით ბავშვთა ძებნის სახელმწიფო პორტალის Children of War-ის მონაცემებით, უკრაინის სამსახურებმა 8 517 ბავშვი იპოვეს, ხოლო 125-მა სახლში დაბრუნება შეძლო.
ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დაბომბვის შედეგად 3126 სასწავლო დაწესებულება დაზიანდა, 337 კი მთლიანად განადგურდა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.