მნიშვნელოვანირეგიონი

კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ავარია კახეთში_დაიღუპა ორი და დაშავდა ორი ადამიანი.

შემთხვევა დილით, თელავში, რუსთაველის გამზირზე მოხდა

ადგილობრივების ინფორმაციით, სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც ხუთი მგზავრი იმყოფებოდა, ხეს შეეჯახა.

ძლიერი შეჯახების შედეგად, ორი ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ორი დაშავებული კი, სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებით, თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ექიმების განმარტებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

მსგავსი პოსტები

Back to top button