უკრაინაში 103 220 ოკუპანტი მოკვდა

უკრაინის გენშტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 27 დეკემბრამდე პერიოდს.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:
📍ჯარისკაცი – დაახლოებით 103 220
📍ტანკი – 3 016
📍ჯავშანტექნიკა – 6 024
📍საარტილერიო სისტემა – 1 998
📍სარაკეტო სისტემა – 418
📍საზენიტო საბრძოლო სისტემა – 212
📍თვითმფრინავები – 283
📍ვერტმფრენი – 267
📍ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1 707
📍საკრუიზო რაკეტები – 653
📍საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 4 652
📍გემი/ნავი/კატარღა – 16
📍სპეციალური აღჭურვილობა – 179.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
კრემლი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად არ აახლებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ზარალის შესახებ ბოლოს 21 სექტემბერს განაცხადა, და თქვა, რომ დაღუპულია 5 937 ადამიანი.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.