რუსეთი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტს კრძალავს

ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას სპეციალური ზომების შესახებ ზოგიერთი სახელმწიფოს მიერ ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ზღვრული ფასების შემოღების საპასუხოდ. შესაბამისი დოკუმენტი იურიდიული ინფორმაციის პორტალზე გამოქვეყნდა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.
დოკუმენტი კრძალავს ნავთობის მიწოდებას, თუ კონტრაქტებში პირდაპირ ან ირიბად არის ფიქსირებული მაქსიმალური ფასი.
ნავთობის მიწოდების აკრძალვა ამოქმედდება 2023 წლის 1-ელი თებერვლიდან და მოქმედებს მომდევნო წლის 1-ელ ივლისამდე. ნავთობპროდუქტების მიწოდების აკრძალვის თარიღს მთავრობა დაადგენს.
განკარგულების თანახმად, იკრძალება რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიწოდება უცხოური ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, თუკი კონტრაქტებში პირდაპირ ან ირიბად გათვალისწინებულია ზღვრული ფასების ფიქსაციის მექანიზმის გამოყენება.
გარდა ამისა, ასეთი მიწოდება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ პრეზიდენტის ნებართვის საფუძველზე.
ხოლო ნავთობპროდუქტების მიწოდების აკრძალვის თარიღს რუსეთი დაადგენს.
დეკემბრის დასაწყისში G7-ის ქვეყნებმა, ევროკავშირმა და ავსტრალიამ დაამტკიცეს რუსული ნავთობის ფასი ბარელზე 60 დოლარის ნიშნულზე.
რუსეთის ხელისუფლებამ ადრე განაცხადა, რომ ნავთობს არ მიჰყიდის ქვეყნებს, რომლებიც მხარს უჭერენ შეზღუდვებს.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება, რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის დაწესების შესახებ, 5 დეკემბრიდან შევიდა ძალაში.