მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები
ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთის 107 440 ჯარისკაცი მოკვდა
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2022/03/ukraina_omi_tanki.jpg)
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 107 440 ჯარისკაცი დაკარგა.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
📍ტანკი – 3031
📍ჯავშანტექნიკა – 6093
📍საარტილერიო სისტემა – 2027
📍ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 423
📍საჰაერო თავდაცვის სისტემა – 213
📍თვითმფრინავი – 283
📍ვერტმფრენი – 269
📍ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1836
📍ფრთოსანი რაკეტა – 723
📍გემი/ნავი – 16
📍სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 4725
📍სპეცტექნიკა – 181
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.