მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ევროკავშირი თქვენს გვერდით იქნება და ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს გმირულ ბრძოლას

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა ტვიტერზე გაავრცელა ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შესახებ. ლაიენის თქმით, ახალ წელს ეს მისი პირველი საქმიანი სატელეფონო ზარია, რომლითაც მან თავისი სრული მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას და საუკეთესო სურვილები უსურვა უკრაინელ ხალხს 2023 წლისთვის.მას იმედი აქვს, რომ უახლოეს მომავალში უკრაინას ეწვევა.

“ევროკავშირი თქვენს გვერდით იქნება მანამ, სანამ საჭირო იქნება. ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს გმირულ ბრძოლას – ბრძოლას თავისუფლებისთვის და ბარბაროსული აგრესიის წინააღმდეგ”, – წერს ურზულა ფონ დერ ლაიენი.

მისი თქმით, ევროკავშირი მალე დაიწყებს უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების შეთანხმებული პაკეტიდან თანხების გადარიცხვას ყოველთვიური ტრანშების სახით.

„ჩვენ გეხმარებით ამ ზამთარში გენერატორებით, სანათებით, თავშესაფრებით, სკოლის ავტობუსებით და ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს დახმარებას. მოუთმენლად ველი კვლავ თქვენთან შეხვედრას უკრაინაში უახლოეს მომავალში“, – მიმართავს ევროკომისიის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის

მსგავსი პოსტები

Back to top button