რეგიონი
ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში

ზუგდიდში კოსტავას ქუჩაზე, მაზდას მარკის მსუბუქი ავტომანქანა ორ ქვეითს დაეჯახა.
ავარიის შედეგად ერთი ქალი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მეორე მძიმე მდგომარეობით, ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
დაღუპული და დაშავებული ნათესავები არიან.
ქალები მაღაზიაში მუშაობდნენ და ავტოსაგზაო შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, ისინი სახლში ბრუნდებოდნენ.
დაშავებულია და საავადმყოფოშია გადაყვანილი მძღოლიც, რომელიც ქვეითებს შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, ის დაცვის პოლიციის თანამშრომელია. მიმდინარეობს დადგენა, იმყოფებოდა თუ არა ნასვამი ავტომანქანის მართვისას.