მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

გენშტაბი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს

უკრაინის გენშტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 3 იანვრამდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​

📍ჯარისკაცი – დაახლოებით 108 190;
📍​ტანკი – 3 036;
📍ჯავშანტექნიკა – 6 100;
📍საარტილერიო სისტემა – 2 033;
📍სარაკეტო სისტემა – 424;
📍საზენიტო საბრძოლო სისტემა – 214;
📍თვითმფრინავები – 283;
📍ვერტმფრენი – 270;
📍ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1 839;
📍საკრუიზო რაკეტები – 723;
📍საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 4 735;
📍გემი/ნავი/კატარღა – 16;
📍​სპეციალური აღჭურვილობა – 181

კრემლი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად არ აახლებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ზარალის შესახებ ბოლოს 21 სექტემბერს განაცხადა, და თქვა, რომ დაღუპულია 5 937 ადამიანი.

მსგავსი პოსტები

Back to top button