მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის პრეზიდენტმა, ერთი დღით ცეცხლის შეწყვეტის განკარგულება გასცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 6-7 იანვარს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს .7 იანვარს რუსეთი შობას აღნიშნავს.

პუტინმა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს დაავალა, 6 იანვრის 12:00 საათიდან 7 იანვრის მოსკოვის დროით 24:00 საათამდე უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების მთელ ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შემოიღოს.
“იქიდან გამომდინარე, რომ საბრძოლო ზონებში მართლმადიდებლობის აღმსარებელი მოქალაქეების დიდი რაოდენობა ცხოვრობს, მოვუწოდებთ უკრაინულ მხარეს გამოაცხადოს ცეცხლის შეწყვეტა და მისცეს მათ შესაძლებლობა დაესწრონ ღვთისმსახურებას შობის ღამეს, ისევე როგორც შობის დღეს”, – აღნიშნულია კრემლის საიტზე.

ცნობისთვის, აქამდე „საშობაო ზავის” იდეით რუსეთის პატრიარქი კირილი გამოვიდა, რათა “მართლმადიდებელმა ხალხმა შობის წინა დღესა და ქრისტეს შობის დღეს შეძლოს მსახურებაზე დასწრება”.

“საშობაო ზავის” ინიციატივით დღეს რუსეთის პატრიარქი კირილეც გამოვიდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button