მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

კიევის მოკავშირეები უკრაინის არმიის დახმარებას გეგმავენ

რუსეთის მიერ ნაწილობრივ ოკუპირებულ, უკრაინის აღმოსავლეთის დონეცკის რეგიონში მიმდინარე ინტენსიური ბრძოლების ფონზე, კიევის დასავლელი მოკავშირეები გეგმავენ, უკრაინის არმიას მაღალი ტექნოლოგიის, დაჯავშნილი საბრძოლო მანქანები მიაწოდონ.

ყოველდღიურ ბრიფინგზე 5 იანვარს უკრაინის არმიამ გამოაცხადა, რომ მოკლულია ან დაიჭრა 800-ზე მეტი რუსი სამხედრო, ძირითადად ქალაქების, დონეცკისა და ბახმუტის გარშემო, და დონეცკის რეგიონის სხვა ადგილებში.

ინტენსიური ბრძოლის ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 4 იანვარს დაადასტურა, რომ ვაშინგტონი გეგმავს უკრაინას გაუგზავნოს Bradly-ის ტიპის სახმელეთო მანქანები. M2 Bradley აშშ-ის არმიისთვის 1981 წლიდანაა მთავარი სახმელეთო საბრძოლო მანქანა და მის არსენალში ათასობით ასეთი მანქანა მოიპოვება.
Bradley აღჭურვილია 25-მილიმეტრიანი ავტომატური ქვემეხით და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების გამშვები ორი დანადგარით. ამ საბრძოლო მანქანების მიღება მნიშვნელოვნად გაზრდის უკრაინის სახმელეთო ძალების ბრძოლისუნარიანობას.

არსებობს მოლოდინი, რომ ვაშინგტონი მომავალ დღეებში გამოაცხადებს უკრაინის დახმარების ახალ პაკეტს.

კიევი დასავლეთის მთავრობებს სთხოვს მძიმე დაჯავშნილ მანქანებს, განსაკუთრებით აშშ-ის წარმოების Abrams-ის და გერმანიის Leopard-ის საბრძოლო ტანკებს.

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა, რომელიც მოიცავს სარაკეტო სისტემებს, დრონებს და უპილოტო თვითმფრინავებისგან თავდაცვის სისტემებს.

გერმანიის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, უკრაინაში გაიგზავნა:

დრონების აღმოჩენის 30 სისტემა, 8 სადაზვერვო დრონი, ასევე 27 სენსორი და „ჯამერი“ თვითმფრინავებისგან დაცვის მიზნით;
17 8×8 სატვირთო მანქანა, 12 მძიმე ტრაილერი და M1070 ტანკის 1 ტრაქტორ-ტრანსპორტი;
თვალთვალის და დისტანციური მართვის 7 მანქანა;
63 პიკაპი;
70 მმ კალიბრის 20 გამშვები სატვირთო მანქანა რაკეტებით;
21 გენერატორი;
32 მობილური გათბობის სისტემა;
სასწრაფო და სასაზღვრო პატრულის 7 მანქანა;
36 ათასი შალის საბანი.

ასევე, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უახლოეს მომავალში უნდა მიიღონ თითქმის ასი სადაზვერვო თვითმფრინავი

მსგავსი პოსტები

Back to top button