მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

აგრესორებმა შობის ღამეს უკრაინის ტერიტორიები კვლავ დაბობეს

24 საათი რუსული ზავის პირობებში. უკრაინული მხარე ირწმუნება, რომ კრემლის მიერ გამოცხადებული საშობაო ზავის მიუხედავად, რუს სამხედროებს თავდასხმები არ შეუჩერებიათ. ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამტკიცებს, რომ აგრესორების მხრიდან იყო, როგორც დაბომბვები, ასევე უკრაინელი სამხედროების პოზიციებზე თავდასხმის მცდელობები.
ერთ დღეში, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქს 39-ჯერ დაარტყეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა. ინფორმაციას ხერსონის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე იაროსლავ იანუშევიჩი ავრცელებს.

“რუსმა ოკუპანტებმა რეგიონის ტერიტორია 39-ჯერ დაბომბეს. მტერი მშვიდობიან დასახლებებს არტილერიიდან, MLRS-დან, ნაღმმტყორცნებიდან და ტანკებიდან ესროდა”, – განაცხადა მან.

იანუშევიჩის თქმით, რუსეთის ჯარმა ქალაქ ხერსონს 9-ჯერ ესროლა – ცეცხლი გაუხსნეს დასახლებულ პუნქტებს და საცხოვრებელ სახლებს.
“ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსული დაბომბვის შედეგად ერთი მაშველი დაიღუპა, რეგიონის შვიდი მკვიდრი სხვადასხვა სიმძიმით დაშავდა“, – აღნიშნა მან.

რუსეთმა თავისივე ინიცირებული დროებითი ზავის პირობები ისე შეასრულა როგორც ამას უკრაინაში ელოდნენ. ციფრებში ეს ყველაფერი ასე გამოიყურება : 20 სარაკეტო იერიში, აქედან 1-მა რაკეტამ დანიშნულების წერტილს მიაღწია, დანარჩენი კი უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ განადგურდა.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა შობის ღამეს დონეცკის ოლქში რამდეიმე დასახლება დაბომბა. იერიშებს 2 ადამაინი ემსხვეპრლა, 7 კი მძიმედ დაიჭრა. ეს მონაცემები დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პავლო კირილენკომ ოფიციალურ ტელეგრამის არხზე გაავრცელა.

“რუსეთი კლავს მშვიდობიან მოსახლეობას! 6 იანვარს რუსებმა დონეცკის ოლქში 2 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს: ბახმუტსა და კრასნაია გორაში.რეგიონში კიდევ 7 ადამიანი დაშავდა. ამჟამად მარიუპოლსა და ვოლნოვასში მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია.ყველა სამხედრო დამნაშავე დაისჯება!”,- წერს ის.

მანმდე პუტინმა 6-7 იანვარს, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა “საშობაო ზავის” მოტივით. აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კრემლს სურს შობა საფარველად გამოიყენოს.

უკრაინული მედია, Unian წერს, რომ რუსების ეგრეთ წოდებული „საშობაო ზავი“ არ გახდა მათთვის დონეცკის რეგიონში სამოქალაქო ობიექტების დაბომბვის შეწყვეტის საბაბი.

უკრაინის დაზვერვის ცნობით, რუსეთი ახალი შეტევისთვის ემზადება და უკრაინის წინააღმდეგ დამატებით მილიონ ნახევარი ჯარისკაცის მობილიზებას აანონსებს. დაზვერვის ინფორმაციით, კრმელის ახალი მობილიზაცია რემადენიმე ეტაპად დაიყოფა და 2023 წლის ბოლომდე გაგრძლედება.
უკრაინაში ჯერ კიდევ გუშინ ამბობდნენ რომ რუსეთის მხრიდან შობის ღამეს დაზავებაზე საუბარი ცინიკური იყო და ისინი ელოდნენ რომ ეს პირობა არ შესრულდებოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button