მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რესპუბლიკელი კონგრესმენი კევინ მაკკარტი შეერთებული შტატების სპიკერად აირჩიეს

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ახალი, 118-ე მოწვევის წარმომადგენელთა პალატას ახალი თავმჯდომარე ჰყავს.
რამდენიმე დღის განმავლობაში, 14 კენჭისყრის შემდეგ 7 იანვარს რესპუბლიკელმა კევინ მაკკარტიმ უმრავლესობა მიიმხრო.
ცნობილი გახდა, რომ 57 წლის კალიფორნიელს, მნიშვნელოვან დათმობებზე წასვლა დასჭირდა რათა გაემარჯვა.

14 კენჭისყრის განმავლობაში მან ვერ მოახერხა საჭირო, 218 ხმის მოპოვება. ბოლო კენჭისყრისას ექვსმა კონგრესმენმა მხარი არ დაუჭირა არც ერთ კანდიდატს და ამან მისცა მაკკარტის არჩევის საშუალება, თუმცა მას მხოლოდ 216 კანონმდებელი მიემხრო.

მაკარტიმ 216 ხმა მიიღო, მისმა დემოკრატმა კონკურენტმა ჰაკიმ ჯეფრისმა – 212. მაკარტიმ ამდენივე ხმა მიიღო კენჭისყრის წინა ტურშიც, მაგრამ გამარჯვებისთვის ეს საკმარისი ვერ გახდა.
წარმომადგენელთა პალატის სპიკერი აშშ-ში მნიშვნელობით მესამე პოლიტიკური თანამდებობაა. ვიცე-პრეზიდენტის შემდეგ სწორედ სპიკერი პრეზიდენტობის რიგში.

პალატის დღის წესრიგს სწორედ სპიკერი და მისი მოადგილეები, ასევე კომიტეტის თავმჯდომარეები განსაზღვრავენ.
არსებობდა მოლოდინი, რომ მაკარტი ამ თანამდებობას ჯერ კიდევ სამშაბათს დაიკავებდა, თუმცა რესპუბლიკურ პარტიაში კონგრესმენის 20-წევრიანმა ჯგუფმა მას მხარი არ დაუჭირა. საბოლოოდ, რამდენიმე მათგანმა პოზიცია შეიცვალა.
რესპუბლიკურ პარტიაში მაკკარტის მოწინააღმდეგეები ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები იყვნენ.

სპიკერად არჩევის შემდეგ, მაკკარტიმ დაწერა: “იმედია, ამ კვირის შემდეგ ერთი რამ ნათელია: მე არასოდეს დავნებდები და არასოდეს დავნებდები თქვენთვის, ამერიკელი ხალხისთვის”.
მაკკარტის გამარჯვება აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მიულოცა და განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის რესპუბლიკურ პარტიასთან თანამშრომლობას.

კონგრესის ქვედა პალატაში მსგავსი ვითარება ბოლოს 100 წლის წინ იყო. 1923 წელს, ახალი მოწვევის წარმომადგენელთა პალატამაც ვერ შეძლო პირველივე სხდომაზე სპიკერის არჩევა და შედეგის მისაღწევად კენჭისყრის 9 ტური დასჭირდა.

წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ყველა ძლიერი პოლიტიკური მოწინააღმდეგეა პრეზიდენტისა და დემოკრატიული პარტიისთვის. არჩევამდე მაკკარტის კოლეგები მას აკრიტიკებდნენ, რომ ის საკმარისად კონსერვატორი არ არის. იმიტომ დასჭირდა მას არაერთი დათმობის გაკეთება.

აშშ-ში შუალედური არჩევნები 2022 წლის 8 ნოემბერს ჩატარდა. ამერიკელებმა აირჩიეს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის 435-ივე და სენატის 100-დან 35 წევრი. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის დემოკრატიულმა პარტიამ წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა დაკარგა, თუმცა, შეინარჩუნა სენატში.

მსგავსი პოსტები

Back to top button