მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მტერმა 9 სარაკეტო დარტყმა, 3 საჰაერო და 40 MLRS შეტევა განახორციელა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს, რომ პუტინის მიერ გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად, ბოლო 24 საათის განმავლობაში მტერმა 9 სარაკეტო დარტყმა, 3 საჰაერო და 40 MLRS შეტევა განახორციელა. თავდასხმების სამიზნე იყო სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, არის მსხვერპლი.

დაიბომბა 16 დასახლებული პუნქტი, მათ შორის სტელმახოვკას, მაკეევკას, ბელაგოროვკას [ლუჰანსკის ოლქი] რაიონები. ასევე, როზდოლოვკა, დოლედარი, ბახმუტი, ზალიზნე, პერვომაისკოე, ვოდიანოე, პობედა [დონეცკის ოლქი].
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თავდასხმებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

კვირას, 8 იანვარს, ღამით, რუსულმა ჯარებმა ხარკოვის ოლქის ქალაქ მერეფას ცეცხლი გაუხსნეს. დაიღუპა 50 წლის ადგილობრივი მცხოვრები. ამბავი რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა გაავრცელა.
ზაპოროჟიის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ ალექსანდრე სტარუხმა კი გაავრცელა ინფორმაცია გაეროს მისიის დაბომბვის შესახებ, რომელმაც, ქალაქ ორეხოვში ჰუმანიტარული დახმარება მიიტანა.

დონეცკის ოლქის ხელმძღვანელობის განცხადებით, რუსმა სამხედროებმა შვიდი სარაკეტო შეტევა განახორციელეს კრამატორსკზე და ორიც კონსტანტინოვკაზე. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ ყოფილა.
მედიის ცნობით, რამდენიმე აფეთქება იყო ხერსონშიც.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 6 იანვრის შუადღიდან 36-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა. მან ეს გადაწყვეტილება ე.წ. საშობაო ზავის შესახებ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქ კირილეს თხოვნით გაამართლა. თუმცა კიევმა უარი თქვა ინიციატივის მხარდაჭერაზე და მას ფარისევლობა უწოდა.რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსული არმია იცავს ცეცხლის შეწყვეტას უკრაინასთან, მაგრამ პასუხობს მტრის დაბომბვას.

მსგავსი პოსტები

Back to top button