მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ოკუპირებულ მარიუპოლში მასობრივი იძულებითი პასპორტიზაციის პროცესი დაიწყო

დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში მასობრივი იძულებითი პასპორტიზაციის პროცესი დაიწყო, – ამის შესახებ ქალაქის მერის მრჩეველმა, პეტრო ანდრიუშჩენკომ განაცხადა.

მისი თქმით, პირველი იანვრიდან ყველა მასწავლებლისთვის, ექიმისთვის, პოლიციისა და საჯარო მოხელისთვის სავალდებულო ხდება რუსული პასპორტის აღება, ხოლო 1-ელი მარტიდან შეუძლებელი იქნება მარიუპოლის ტერიტორიაზე ბიზნესის კეთება რუსული პასპორტის გარეშე.

„1-ელი მარტიდან შეუძლებელი იქნება მარიუპოლის ტერიტორიაზე სამეწარმეო საქმიანობა რუსული პასპორტის გარეშე. ამავე დროს, არ არსებობს ასეთი „კანონი“, მაგრამ ამის შესახებ სიტყვიერად ყველა გააფრთხილეს“, – განაცხადა ანდრიუშჩენკომ.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, მარიუპოლში მძიმე ვითარებაა. ქალაქს არ აქვს წყალი და ელექტროენერგია, რის გამოც ხალხი პირდაპირ სახლებში იყინება

მისი თქმით, ქალაქში სიტუაცია ძალიან ახლოს არის ჰუმანიტარულ კატასტროფასთან. სიკვდილიანობა რვაჯერ გაიზარდა. არ არის წყალი, ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები არსებობს, ძალიან დიდი პრობლემებია გათბობასთან დაკავშირებითაც.

“სიტუაცია ძალიან ახლოს არის ჰუმანიტარულ კატასტროფასთან. გათბობასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემებია. ცენტრალიზებული გათბობა არ აღდგა ქალაქის უმეტეს ნაწილში. მოსახლეობის მაქსიმუმ 30% არის ჩართული ცენტრალიზებულ გათბობაზე”, – განმარტავს ანდრიუშჩენკო.

პარალელურად, ოკუპანტები მარიუპოლის საზღვაო პორტს სამხედრო ბაზად აკეთებენ. რუსებმა დაიწყეს სამუშაოები ნავმისადგომების სამოქალაქო და სამხედრო ნავმისადგომებად დაყოფაზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button