გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ხარკივში ჩავიდა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი უკრაინაში, ხარკოვში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ავრცელებს.
მისი თქმით, ხარკოვი არის უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომის აბსოლუტური სიგიჟის სიმბოლო.
„უკრაინელებს შეუძლიათ, ჰქონდეთ ჩვენი სოლიდარობისა და მხარდაჭერის იმედი. ეს ქალაქი არის უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომის აბსოლუტური სიგიჟის სიმბოლო. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მხედველობიდან არ დავკარგოთ უკრაინა ჩვენს ევროპულ ოჯახში, ამ ზამთრის ომშიც“, – განაცხადა ბერბოკმა.
კულებას თქმით, ხარკოვი არის წარმატებული უკრაინული კონტრიერიშების სიმბოლო, რომელიც ადასტურებს, რომ პარტნიორებისგან „საკმარისი დახმარებით“ უკრაინა გაიმარჯვებს.
ამასთან, უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ გერმანიის დახმარება გაგრძელდება.
“დღეს ანალენა ბერბოკი და მე ხარკოვს ვეწვიეთ, რომელსაც რუსეთმა უდიდესი ტანჯვა მიაყენა. ხარკოვი ახლა წარმატებული უკრაინული კონტრიერიშების სიმბოლოა, რომლებიც ადასტურებენ, რომ პარტნიორებისგან საკმარისი დახმარებით უკრაინა გაიმარჯვებს. ეჭვი არ მეპარება, რომ გერმანული სამხედრო დახმარება მომავალშიც გაგრძელდება”, – წერს კულება “ტვიტერის” პირად გვერდზე.
ბერბოკი პირველი გერმანელი ოფიციალური პირია, რომელიც უკრაინაში ჩავიდა. რუსეთის შეჭრის შემდეგ გარდა ამისა, ის პირველი საგარეო საქმეთა მინისტრია, რომელიც 2022 წლის თებერვლის შემდეგ ხარკივში ჩავიდა.
ბერბოკის ვიზიტი უკრაინაში გასაიდუმლოებული იყო. მას თან ახლდნენ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება და გერმანიაში უკრაინის ელჩი ოლექსი მაკეევი.
“ეს ქალაქი არის უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომის აბსოლუტური სიგიჟის სიმბოლო. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მხედველობიდან არ დავკარგოთ უკრაინა ჩვენს ევროპულ ოჯახში, ამ ზამთრის ომშიც”, – განაცხადა ბერბოკმა ვიზიტის დროს.