რეგიონი
ფოთში, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე დაზიანდა

ფოთში, ძლიერი ქარის შედეგად ქალაქის მთავარი ნაძვის ხე დაზიანდა.
მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები . სტიქიამ ფოთის მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვნად დააზარალა. მერიაში შეიქმნა სპეციალური კომისია , რომელიც ძლიერი ქარის შედეგად მიყენებულ ზარალს დაითვლის.
“ქალაქში მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები , რომელსაც მერიის შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ დროებით გადაიხურა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი.ასევე, შეიქმნა სპეციალური კომისია , რომელიც ზარალის ოდენობას დაითვლის.,“- აცხადებენ მერიაში.
შეგახსენებთ, ფოთის მუნიციპალიტატეტში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი სახლების სახურავები , მანაქანები, ელექტროგადამცემი ბოძები და სადენები დააზიანა. მოგლეჯილია ხეები.