დავოსში ირაკლი ღარიბაშვილს და ილჰამ ალიევს უსმენდნენ

დავოსში, დღეს, ირაკლი ღარიბაშვილს და ილჰამ ალიევს უსმენდნენ. მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რამდენად გაზრდილია მოთხოვნა შუა დერეფანზე და როგორ სჭირდება ევროპას ის შესაძლებლობები, რომლებიც რეგიონს, მათ შორის საქართველოსა და აზერბაიჯანს გააჩნია.
დღესვე, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი გახდა ცნობილი. პირველად აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გააჟღერა იმ მედიაციის დეტალები, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეწევა.
აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელ გზაზე ტვირთბრუნვის გაზრდა ახლა ევროპის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობებში საქართველო ნამდვილად არის ნეიტრალური და მიუკერძოებელი მედიატორი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შეუძლიათ, რეგიონი გარდაქმნან რეგიონულ, მშვიდობის, კეთილდღეობის შესაძლებლობად.
მისივე თქმით, საქართველო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ნეიტრალური მედიატორია.
“რაც შეეხება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობებს, საქართველო არის ნამდვილად ნეიტრალური და მიუკერძოებელი მედიატორი, რაც ბატონმა ალიევმა ბრძანა, არის ჩვენს ინტერესებში, რომ სამმხრივი შეხვედრა შედგეს, რადგან ეს რეგიონი გვეკუთვნის ჩვენ, სომხეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს. ჩვენ შეგვიძლია, გარდავქმნათ ეს რეგიონი რეგიონულ, მშვიდობის, კეთილდღეობის შესაძლებლობად.
ერთი რამ მინდა, ვახსენო, ცივი ომის და საბჭოთა კავშირის პერიოდში არსებობდა ტერმინი – “ენდე, მაგრამ გადაამოწმე”, ნდობა არის აქტუალური, მაგრამ დაემატა ახალი ფრაზა – “ენდე, მაგრამ ითანამშრომლე,” – აღნიშნა საქართველოს პრემიერმა.
ამასთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ რეგიონის სამივე ქვეყანა, სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო თუ გააერთიანებს ძალისხმევას, რეგიონი უფრო უსაფრთხო იქნება.
„ჩვენ ვართ უდაბნოს შუაში, იმიტომ, რომ, სამწუხაროდ, სომხეთმა არ გვიპასუხა ჩვენს წინადადებაზე, რომ მშვიდობის შეთანხმება გაფორმებულიყო. ძალიან მარტივი იყო ეს იმ ფუნდამენტური პრინციპების საფუძველზე, რაც საერთაშორისოდ არის აღიარებული. ევროკომისარმა ბრძანა, რომ სომხეთი გვაკლია ამ თემატურ დისკუსიაზეო, სამი ქვეყანაა რეგიონშიო. ვიცი, ვის გულისხმობდა. რატომ არ არის სომხეთი აქ? – იმიტომ, რომ ჩვენი წინადადება საქართველოსთან ერთად იყო სამმხრივი ფორმატი დაგვეწყო და ამაზე უარი თქვა სომხეთმა. მე დიდად ვაფასებ ჩემი მეგობრის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ძალისხმევას, რომელმაც სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ჩაატარა. ჩვენი წინადადება იყო, რომ ლიდერები შევხვედრილიყავით საქართველოში, იმიტომ, რომ ლიდერები ისტორიულად იკრიბებიან საქართველოში, მაგრამ ამისთვის სომხეთი არაა მზად. ეს არის ერთ-ერთი პოტენციური რისკი, იმიტომ, რომ კავკასიის სამივე ქვეყანა თუ გააერთიანებს ძალისხმევას, ენერგია, ტრანსპორტი, უსაფრთხოება, სტაბილურობა, საზღვრის დელიმიტაცია – რეგიონი უფრო უსაფრთხო იქნება“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.
მიგვაჩნია, რომ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა უნდა გვქონდეს ყველა ქვეყანასთან ცენტრალურ აზიაში, კავკასიასა და ევროპაში, რათა აქტიურად ვიმუშაოთ საბაჟო ადმინისტრირების საკითხებზე, რომ ერთი ფანჯრის პრინციპით ვიმუშაოთ და ტარიფების პოლიტიკაც შეჯერებული გვქონდეს , – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი შუა დერეფნის შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ყველა საჭირო ინფრასტრუქტურული ობიექტი მზადაა აზერბაიჯანში, რომ მეტი ტვირთბრუნვა გაატაროს და სამიზნე 25 მლნ ტონაა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბუქარესტში ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლითაც შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი აშენდება ეს არის ახალი თავი ჩვენს ისტორიაში, ახალ პოლიტიკაში.
ოთხი ქვეყანა ინვესტიციას ჩადებს შავი ზღვის კაბელის ამბიციურ პროექტში. მზად უნდა ვიყოთ, რომ გაიზრდება საქონლის ბრუნვა შუა დერეფანში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომელსაც აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ესწრებიან.
მისივე თქმით, ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ პროექტის განხორციელებით ამ ქვეყნებს დიდი პოტენციალი ექნება.
ოთხი თავისუფალი სამრეწველო-ეკონომიკური ზონა გვაქვს საქართველოში, ეს არის იშვიათი შესაძლებლობა უცხოური კომპანიებისთვის, რომ ჩამოვიდნენ, შექმნან საწარმოები, ჩადონ ინვესტიციები აზერბაიჯანში, საქართველოში და თან ამის დაკავშირება გვინდა განახლებად ენერგიასთან
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნესკლიმატი გააჩნია ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით და თან პირველ ათეულშია.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ერთი-ერთი საუკეთესო ბიზნესკლიმატი აქვს.
აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობებში საქართველო ნამდვილად არის ნეიტრალური და მიუკერძოებელი მედიატორი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შეუძლიათ, რეგიონი გარდაქმნან რეგიონულ, მშვიდობის, კეთილდღეობის შესაძლებლობად.
„რაც შეეხება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობებს, საქართველო არის ნამდვილად ნეიტრალური და მიუკერძოებელი მედიატორი, რაც ბატონმა ალიევმა ბრძანა, არის ჩვენს ინტერესებში, რომ სამმხრივი შეხვედრა შედგეს, რადგან ეს რეგიონი გვეკუთვნის ჩვენ, სომხეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს. ჩვენ შეგვიძლია, გარდავქმნათ ეს რეგიონი რეგიონულ, მშვიდობის, კეთილდღეობის შესაძლებლობად.
ერთი რამ მინდა, ვახსენო, ცივი ომის და საბჭოთა კავშირის პერიოდში არსებობდა ტერმინი – „ენდე, მაგრამ გადაამოწმე“, ნდობა არის აქტუალური, მაგრამ დავოსში სხვა ფრაზა გავიგე – „არ ენდო, მაგრამ ითანამშრომლე“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერმა.
ჩვენ ვართ უდაბნოს შუაში, რადგან სომხეთმა სამწუხაროდ არ გვიპასუხა ჩვენს წინადადებაზე, რომ მშვიდობის შეთანხმება გაფორმებულიყო, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალივემა დავოსის ფორუმზე გამართულ დისკუსიაზე განაცხადა.
ალიევს კითხვა დაუსვეს სომხეთთან ურთიერთობაზე.
“ორი წუთი არ იქნება საკმარისი ამბის მოსაყოლად, სად ვართ, რა ეტაპზე ვართ. ჩვენ ვართ უდაბნოს შუაში, რადგან სომხეთმა სამწუხაროდ არ გვიპასუხა ჩვენს წინადადებაზე, რომ მშვიდობის შეთანხმება გაფორმებულიყო. ძალიან მარტივი იყო იმ ფუნდამენტური პრინციპების საფუძველზე, რაც საერთაშორისოდ არის აღიარებული. ევროკომისარმა ჰანმა ბრძანა, რომ სომხეთი გვაკლია ამ თემატურ დისკუსიაზე, სამი ქვეყანაა რეგიონშიო, მე ვიცი ვის გულისხმობდა, რატომ არ არის სომხეთი აქ, იმიტომ რომ ჩვენი წინადადება საქართველოსთან ერთად იყო, სამმხრივი ფორმატი დაგვეწყო და უარი თქვა ამაზე სომხეთმა.
დიდად ვაფასებ ჩემი მეგობრის, ირაკლი ღარიბაშვილის ძალისხმევას, რომელმაც შეხვედრა გამართა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. ჩვენი წინადადება იყო, რომ ლიდერები შევხვედროდით საქართველოში, რადგან ლიდერები ისტორიულად იკრიბებიან საქართველოში, მაგრამ სომხეთი ამისთვის არ არის მზად. ეს არის ერთ-ერთი პოტენციური რისკი, რადგან კავკასიის სამივე ქვეყანა თუ გააერთიანებს ძალისხმევას, ენერგიის, ტრანსპორტის, უსაფრთხოების, სტაბილურობის, საზღვრის დელიმიტაციის კუთხით, უფრო უსაფრთხო იქნება რეგიონი,” – განაცხადა ალიევმა.