მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მიწისძვრის შედეგად 19 700 გარდაცვლილი სირიასა და თურქეში

მიწისძვრის შედეგად 19 700 გარდაცვლილი სირიასა და თურქეში – ასეთია ამ წუთებში არსებული სტატისტიკა, თუმცა უამრავი ადამიანის ცხედარი ჯერ კიდევ ნანგრევებშია მოქცეული.

მხოლოდ თურქეთში მიწისძვრას უკვე შეეწირა 16 000-ზე მეტი ადამიანი. დანგრეულია 6 400-ზე მეტი შენობა და მთავრობა რეგიონში, მომავალი 1 წლის განმავლობაში ახალი, 3 და 4 სართულიანი შენობების აშენებას გეგმავს.

რაც შეეხება სირიას, ქვეყანაში მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 3 162 ადამიანის გარდაცვალებაა დადასტურებული. არსებული ინფორმაციით, მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე 1 262 ადამიანი, მეამბოხეების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე კი 1 900 ადამიანი დაიღუპა
თურქეთ-სირიის საზღვართან ორშაბათს დილით მომხდარ 7,8 ბალიან მიწისძვრას ბოლო დღეების განმავლობაში ასზე მეტი განმეორებითი ბიძგი მოჰყვა, მათ შორის 7 და 5-ბალიანი მიწისძვრები.

რაც უფრო იზრდება მსხვერპლის რაოდენობა, მით უფრო იმატებს ქვეყანაში ერდოღანის კრიტიკა, რომელსაც 14 მაისს საპრეზიდენტო არჩევნები აქვს მოსაგები, თუმცა პრეზიდენტის გარემოცვამ უკვე დაიწყო საუბრები არჩევნების თარიღის შესაძლო გადატანის თაობაზე. დაშავებულთა რაოდენობა კი 63 000-ს აჭარბებს, ხოლო სირიაში, ამ დროისათვის არსებული მონაცემებით – 3162 ადამიანი.

ამ დროისთვის თურქეთში 56 ქვეყნიდან 6 500 მაშველი მუშაობს, გზაშია კიდევ 19 ქვეყნის სამაშველო ბრიგადა. სულ თურქეთს დახმარება 95-მა ქვეყანამ და 16-მა საერთაშორისო ორგანიზაციამ გაუწია.

ბევრად რთულადაა საქმე სირიაში, სადაც ისედაც ჰუმანიტარული კრიზისია. ამას ემატება მრავალწლიანი შეიარაღებული კონფლიქტი. მიწისძვრით დაზარალებული რეგიონი ახლაც სამოქალაქო ომის ზონაა.

მის ნაწილს ამბოხებულები, ნაწილს კი ასადის ხელისუფლება აკონტროლებს. მიწისძვრიდან 4 დღის შემდეგ დღეს პირველად გადალახა სირიის საზღვარი გაეროს ჰუმანიტარულმა კოლონამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button